0 0 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

თბილისში ჯგუფურად პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 9 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის 9 წევრი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, 1980 წელს დაბადებული გ. ფ., 1968 წელს დაბადებული კ.მ., 1960 წელს დაბადებული მ.ლ. 1981 წელს დაბადებული ა. მ., 1978 წელს დაბადებული ლ.მ, 1968 წელს დაბადებული ი.ბ., 1978 წელს დაბადებული თ.ბ., 2000 წელს დაბადებული გ.ჩ. და 1976 წელს დაბადებული გ.მ. ჯგუფურად პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით არიან დაკავებული.

დანაშაულები 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ პროსტიტუციაში ჩაბმული ქალები თბილისში მდებარე სასტუმროებში – „საბუდარასა“ და „არგოში“, ასევე, ამავე დაწესებულებების ბარებში სისტემატურად იკრიბებოდნენ, მფლობელის – გ.-ს. და ადმინისტრაციის თანამშრომლების მითითებით, სასტუმროში მისულ პირებს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სექსუალურ მომსახურებას უწევდნენ.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ სასტუმროების – „არგოსა” და „საბუდარას” ადმინისტრატორები ორგანიზებას უწევდნენ სექსუალური მომსახურების მსურველი მამაკაცებისა და პროსტიტუციაში ჩაბმული ქალების ერთმანეთთან დაკავშირებას. ამ მიზნით ისინი სასტუმროს ნომრებს საათობრივად აქირავებდნენ, ხოლო დაცვის თანამშრომლები პროსტიტუციაში ჩაბმული ქალების უსაფრთხოებას იცავდნენ, საჭიროების შემთხვევაში კი აღნიშნული ქალებისა და მათი კლიენტების ავტომანქანით გადაადგილებას უზრუნველყოფდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები პროსტიტუციის ხელშეწყობითა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემით სოლიდურ შემოსავლებს იღებდნენ.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ჩხრეკისას შედეგად, დიდი ოდენობით ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, ასევე, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ პროსტიტუციის ხელშეწყობას და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები