0 2 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მურუსიძე უვადო მოსამართლედ დანიშნეს

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლედ დანიშნა. გადაწყვეტილებას საბჭომ ახლახანს უყარა კენჭი. საბჭომ მისი კეთილსინდისიერების კრიტერიუმი 95%-ით შეაფასა.

მურუსიძის კანდიდატურას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა მხარი,  ერთი წევრის ხმა გაბათილდა, ხოლო ორი წინააღმდეგი იყო.

მურუსიძესთან გასაუბრება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს გაიმართა.

დღესვე, უვადო მოსამართლეებად განწესდნენ: პაატა ნოზაძე, ვალერიანე ფილიშვილი, პაატა ფხალაძე და ნანა ჯოხაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები