0 7 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მედიცინა

მზეზე აღმოჩენილი ახალი გიგანტური ხვრელი: 31 მარტს და 1 აპრილს დედამიწაზე მაგნიტურ ქარიშხალს ელიან

მზის ზედაპირზე ახალი კორონალური ხვრელი აღმოაჩინეს, რომელიც 20-ჯერ აღემატება დედამიწის ზომას, იტყობინება Daily Mail NASA-ზე დაყრდნობით. გამოცემის ცნობით, ამის გამო უახლოეს დღეებში დედამიწის მაცხოვრებლები ძლიერ მაგნიტურ ქარიშხალს განიცდიან.

მზეზე ჩამოყალიბებული უზარმაზარი ხვრელი პირდაპირ დედამიწისკენ არის მომართული. ის  ზუსტად მზის ეკვატორზე მდებარეობს. ასეთ ხვრელებს შეუძლიათ მზის ქარის ჭავლის „გასროლა“, რომელიც დედამიწის ატმოსფეროში საათში თითქმის 3 მილიონი კილომეტრის სიჩქარით იჭრება.

ამჯერადაც მზის ქარები ჩვენსკენ მიემართება საათში 2,9 მილიონი კილომეტრის სიჩქარით და დედამიწამდე 31 მარტს ან 1 აპრილს მიაღწევს, რაც ძლიერ მაგნიტურ ქარიშხალს გამოიწვევს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები