1 2 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“სუნთქვის უკმარისობა აქვს და სასუნთქი აპარატი არა გვაქვსო – რით დავეხმარო დას და ბებიას?” – უმძიმესი წერილი

“ლეიბორისტული” პარტიის წევრი, ანუკა გურგენიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“მოკლედ ჩემს დას დაუდასტურდა კოვიდ 19 მეცამეტე დღეა აქვს სიცხე, პირველად უთხრეს რომ უნდა ყოფილიყო იზოლაციაში, თუმცა ის ისედაც იცავდა ამ წესს, მაგრამ პრობლემა იმაშია რომ ორჯერ გულზე ნაოპერაციებ ბებიასთან ერთად იმყოფებოდა ბინაზე, ბებოს არ გაუკეთეს უფასო ტესტი და არც ჩემი და არ გადაიყვანეს არსად, მეორე დასაც აქვს სიცხე თუმცა ის ბინაზე დატოვეს ტესტის უარყოფი პასუხის გამო და თან უთხრეს რომ

შეცდა ალბათ და თავიდან გაიკეთო 180 ლარიანი ტესტიო.

შემდეგ სუნთქვის უკმარისობამ შეაწუხა სიცხესთან ერთად და 5/6 საათის მერე გადაიყვანეს ერთერთ კოვიდ სასტუმროში სადაც სასუნთქი აპარატი უნდა ყოფილიყო, თუმცა მეორე დღეა იქ არის და გუშინ ისევ გაუმეორა შეტევამ, ექიმმა კი უთხრა რომ ეს პანიკური შიშია და არ არის საგანგაშო, თუმცა სასწრაფოს გამოძახება არაფერს შეცვლისო, ვინაიდან და რადგანაც 4/5 საათი ვერ მოვაო, რომც მოვიდეს სავადმყოფოებში ადგილი არ გვაქვს და თუ მოიძებნა სასუნთქი აპარატებიც არაა მარაგშიო, გარდა ამისა ექიმების დიდი რაოდენობაც დაინფიცირებულიაო.

ვინმე მეტყვის რა უნდა გავაკეთო?

რით დავეხმარო საკუთარ დას რომელიც 32 წლისაა და წარსულში ფილტვებზე პრობლემა ქონდა?

ვის მივმართო რომ ბებოს უფასო ტესტი ჩაუტარონ, როგორ გახდა ტესტი ყველასთვის ფასიანი მაშინ როცა სოფლის მთლიან მოსახლეობას და კონტაქტებს უფასოდ უკეთებდნენ! მოვითხოვ სწრაფ რეაგირებას პასუხისმგებელი პირებისგან, აქ სიკვდილ სიცოცხლეზეა საუბარი, რისი თამაშით უფლება არავის არაქვს ! სხვა როგ გარემოებებზე, იმაზე რომ საშინელი კვებააა საუბარიც არ ღირს, ორიენტირებული ვარ რიგ დახმარება აღმოუჩინონ ჩემს და ყველა სხვა პირს ვისაც ასეთი პრობლემა აქვს !

კომენტარები

მსგავსი სიახლეები