0 4 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი და მეამა მომხმარებელს “ქართული ქსოვილის” პროექტის ფარგლებში მორიგ სიახლეს შესთავაზებს

თიბისისა და ხელოვნების სასახლის ერთობლივი პროექტის - „ქართული ქსოვილი“ და კომპანია „მეამას“ თანამშრომლობა გრძელდება.

 

ქართულ ფრესკებზე გამოსახული საერო პირების სამოსიდან აღებული ორნამენტები ახლა უკვე „მეამას“ სრულიად ახალი, სამი ახალი არომატის ყავის კაფსულებზე გამოჩნდა.  ყავის  ევროპული და ამერიკული ფორმატის კაფსულები, რომლებიც სპეციალურად “ქართული ქსოვილის” პროექტის ფარგლებში შეიქმნა, ამჯერად ნუშის, თაფლის ნუგბარის და ტყის თხილის და შოკოლადის არომატით გამოვა.

 

ქართული ტრადიციული ორნამენტების ყავის კაფსულებში გაცოცხლება თიბისისა და ხელოვნების სასახლის მეამასთან თანამშრომლობის მეორე ეტაპია „ქართული ქსოვილის“ პროექტის ფარგლებში. პირველ ეტაპზე, „მეამამ“ take away კონცეფციის ობიექტებისთვის - „მეამა ქოლექთისთვის“, ქართული რთველის ტრადიციით შთაგონებული ორი უნიკალური კოქტეილი შექმნა. ჩაისა და ყავის ჭიქების შეფუთვისთვის გამოყენებული ორნამენტები გვიანი შუა საუკუნეების ქართული ხალხური ფრესკებისა და დიდგვაროვანთა სამოსის ნიმუშებიდანაა აღებული.

 

ტრადიციული ქართული ქსოვილისა და ორნამენტების პროექტი თიბისიმ, კულტურის ისტორიის მუზეუმთან ერთად, 2018 წელს დაიწყო და მისი მიზანი ქართული ქსოვილის ისტორიის კვლევა, ტრადიციების აღდგენა და მათი თანამედროვე, ყოფით კულტურაში დამკვიდრებაა.

 

„აღსანიშნავია, რომ ქართული ქსოვილი და ქართული კოსტიუმი ვითარდებოდა და ფორმებს იცვლიდა, განციდიდა სხვადასხვა ცივილიზაციების გავლენას, თუმცა ორიგინალურობასაც მუდმივად ინარჩუნებდა. ჩვენი პროექტის მიზანია ძველი ტრადიცია გავაცოცხლოთ, მივიწყებული ფერებისადმი და ორნამენტებისადმი ინტერესი გავაღვივოთ და ამით ჩვენი ხალხისათვის ისტორია უფრო ხელშესახები გავხადოთ.” - გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმის გენერალური დირექტორი

 

“ქართული ქსოვილი ულევ ინსპირაციას და შესაძლებლობას გვაძლევს გავაცოცხლოთ წარსული აქ და ახლა. პროექტის ახალ ეტაპზე მეამას მიერ შექმნილი საახალწლო/საშობაო კოლექცია კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ რა შესაძლებლობები აქვს ამ პროექტს და რაც მეტი კომპანია ჩაერთვება ქართული ქსოვილის პოპულარიზაციაში, მეტი ადამიანისთვის გახდება ის ყოველდღიურობის ნაწილი. მადლობა მეამას მთელ გუნდს, რომ უდიდესი წვლილი შეიტანეს ამ საქმეში.” - ნინო ეგაძე, თიბისის ბრენდის გამოცდილების, მარკეტინგის და დიზაინის დირექტორი.

 

"ჩვენთვის საინტერესოა ისეთ პროექტებზე მუშაობა, რომლებიც ძველი ტრადიციების გაცოცხლებისა და მათი ახლებურად დანახვის საშუალებას გვაძლევენ. სწორედ ამიტომ ჩავერთეთ "ქართული ქსოვილის" პროექტში თიბისისა და ხელოვნების სასახლესთან ერთად და ქართული გემოების შთაგონებით შევქმენით ყავის ახალი კაფსულები ამერიკულ და ევროპულ ფორმატში. ტყის თხილი შოკოლადით, თაფლის ნუგბარი და ნუში - ეს ის არომატებია, რომლებიც დღეიდან მეამას ყავის მოყვარულების ყოველდღიურობის ნაწილი გახდება. შერჩეული გემოებიდან გამომდინარე, შეფუთვებისთვის შევარჩიეთ "ქართული ქსოვილის" პროექტის ფარგლებში გაცოცხლებული ის ორნამენტები, რომლებიც ყველაზე კარგად ასახავენ ახალი კაფსულების ხასიათს. გვჯერა, რომ ახალი კაფსულების ჩაშვება მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქართული ქსოვილის პოპულარიზაციის საერთო წამოწყებაში." - ნათია ჩომახაშვილი, მეამას მარკეტინგის დირექტორი.

 

პროექტის ფარგლებში, თიბისი არაერთ კომპანიასთან, დიზიანერთან თუ სტარტაპთან თანამშრომლობს, რომლებიც ტრადიციული ქართული ქსოვილის ორნამენტების გამოყენებით, სხვადასხვა სახის, ყოველდღიური გამოყენების პროდუქტებს და კოლექციებს ქმნიან.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები