0 4 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკისა და USAID –ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით „იფანი“ ფართოვდება

საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის თანამშრომლობით, უკვე 20-მდე ქართული კომპანია ჩაერთო მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტში. პროგრამის ფარგლებში კომპანიებმა დარგის ექსპერტებისგან ისეთ საკითხებზე მიიღეს კონსულტაციები, როგორიცაა: ფინანსების მოზიდვა და ანალიტიკა, ახალი გაყიდვების არხების განსაზღვრა და სხვა. ერთ-ერთი ასეთი კომპანია ავეჯისა და კარის საწარმო „იფანი“-ა.

„იფანი“ ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს კარისა და ავეჯის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. კომპანია 35-მდე ადამიანს ასაქმებს და ადგილობრივ ბაზარზე კონკურენტული ფასებითა და მაღალი ხარისხით გამოირჩევა.

საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, კომპანიის წარმომადგენლები ექსპორტის მიმართულებით ტრენინგებს დაესწრნენ. როგორც კომპანიის დამფუძნებელი, ზურაბ შუბითიძე გვიზიარებს, „იფანის“ სამომავლო გეგმებიც სწორედ ამ მიმართულების გაძლიერებას  უკავშირდება - „აქტიურად ვამუშავებთ საექსპორტო განვითარების საკითხებს  - გვსურს  ვაწარმოოთ ახალი პროდუქცია, რომელიც დამზადებული იქნება ქართული წიფელას ხისგან და ფოკუსირებული საერთაშორისო ბაზრებზე. განვიხილავთ საბავშვო სათამაშოებს და მათთან დაკავშირებულ საახალწლო თუ სხვა ტიპის ნაკეთობებს. პროგრამის ფარგლებში მიღებული გამოცდილება ძალიან ღირებულია „იფანის“ სამომავლო განვითარებისათვის. ტრენინგებზე მიღებული ექსპერტული რჩევები საუკეთესო საექსპორტო პროდუქტებისა და ბაზრების იდენტიფიცირებასა  და არსებული პროდუქციის მეტად დახვეწაში გვეხმარება“, - დასძენს კომპანიის დამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტი განკუთვნილია იმ 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები