0 4 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები 26 ნოემბერს უკრაინის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობს.  ჩვენი ქვეყნის მეტოქეები  G ჯგუფში უკრაინა, ჩრდილოეთ მაკედონია და ესპანეთი არიან.

საქართველოს კალათბურთელთა  ნაკრები  2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ფანჯარაში უკრაინის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინასთან მატჩისთვის ემზადება. ამ მატჩით ილიას ზუროსის გუნდი მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს ხსნის. ტურნირის პირველი ფანჯრის ფარგლებში ჩვენი ეროვნული ნაკრები 2 შეხვედრას გამართავს. უკრაინასთან 26 ნოემბრის მატჩის შემდეგ საქართველო სტუმრად ესპანეთს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრებმა მომავალი მატჩებისთვის მზადება თბილისი სპორტის სასახლეში, 20 ნოემბრიდან დაიწყო. საწყის 2 დღეს გუნდს მთავარი მწვრთნელის ასისტენტები – მილოშ გლიგორიევიჩი, გეორგიოს ლიმნიატისი და ანატოლი ბოისა ავარჯიშებდნენ. 22 ნოემბრიდან ნაკრების მომზადების პროცესს ილიას ზუროსი უძღვება, რომელიც ნაკრების მოთამაშეებს ჯერ უკრაინასთან მატჩისთვის ამზადებს, რის შემდეგაც მთელ ყურადღებას ესპანეთთან დაპირისპირებაზე გადაიტანენ.

2-წლიანი პაუზის შემდეგ საკალათბურთო ნაკრების მატჩს მაყურებელი დაესწრება. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოსა და უკრაინის მატჩს სპორტის სასახლის საერთო ტევადობის 30 პროცენტი დაესწრება. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.

აჭარაბეთისთვის სპორტი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, კომპანია წლებია სპორტის მხარდამჭერია. აჭარაბეთი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის           გენერალური სპონსორია 2020 წლიდან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები