0 4 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

Black Friday-ის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“

26-30 ნოემბერს თეგეტა მოტორსი Black Friday კვირეულის ფარგლებში ავტომომხმარებელს სერვისსა და პროდუქტებზე 30%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს. ეს საუკეთესო დროა რომ ავტომობილი გამართო და ზამთრისათვის მოამზადო.

Black Friday კვირეულის ფარგლებში თეგეტა მოტორსში კვირის დღეების მიხედვით განსხვავებული ფასდაკლებები გავრცელდება. პარასკევს ყველაზე მაღალი 30%-იანი ფასდაკლება ზეთების სრულ ასორტიმენტზე იმოქმედებს, შაბათ-კვირას ნაწილებსა და სერვისზე 25%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებს მომხმარებელი, ორშაბათს განსაკუთრებული ფასდაკლებები ონლაინ შოპზე გავრცელდება, სამშაბათს კი აკუმულატორების შეძენა 30%-ით ნაკლებ ფასად იქნება შესაძლებელი.

გარდა ამისა, სააქციო პერიოდში ფასდაკლებები პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე გავრცელდება. მათ შორის, 20%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს ზეთების, აკუმულატორებისა და მსუბუქი ნაწილების სრულ ასორტიმენტზე. ზამთრის 4 საბურავის შეძენა 3-ის ფასად იქნება შესაძლებელი. ხოლო, 30%-იანი ფასდაკლება გავრცელდება ავტოქიმიაზე, ანტიფრიზებსა და ტოტალის დანადგარებზე.

არ გამოტოვოთ თეგეტა მოტორსის Black Friday აქციები, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა ფილიალში იმოქმედებს.  

26 ნოემბერს კი, თეგეტას ყველა ფილიალი საღამოს 10 საათამდე იმუშავებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები