0 4 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

აჭარაბეთის საპატიო ელჩი ირმა ხეცურიანი მსოფლიო თასზე იასპარეზებს

„აჭარაბეთი“ საპატიო ელჩი ირმა ხეცურიანი, რომელიც არის ორგზის მსოფლიო ჩემპიონი, 18-გზის მსოფლიო თასის მფლობელი და ევროპის ვიცე-ჩემპიონი იტალიაში გამართულ მსოფლიო თასზე იასპარეზებს.

 

საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები გუნდი,იტალიაში (ქ.პიზა) ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშებაზე გაემგზავრა (16-22 ნოემბერი),რომელშიც 30 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.

გუნდი სრული შემადგენლობით (ირმა ხეცურიანი,ნინა თიბილაშვილი,გვანცა ზადიშვილი) საქართველოს სახელით,სხვადასხვა დისციპლინებში იასპარეზებს (ხმალი,რაპირა).

 

 „16-22 ნოემბრის ჩათვლითიტალიაში, კერძოდ, პიზაში გაიმართება მსოფლიო თასი პარაფარიკაობაში , სადაც სამივე დისციპლინაში ვიასპარეზებ ჩემს გუნდთან ერთად (რაპირა, დაშნა ,ხმალი) პირველი შეჯიბრია პარალიმპიადის მერე და ვფიქრობ ძალიან მშვიდად უნდა ჩაიაროს ჩვენთვის“- განაცხადა ირმა ხეცურიანმა.

კომპანია “აჭარაბეთისთვის” მნიშვნელოვანი მიმართულებაა სწორედ ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა. კომპანია მუდმივად ცდილობს გაზარდოს ქართველი სპორტსმენების ცნობადობა, მისცეს მათ შესაძლებლობა გამოავლინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი და იასპარეზონ მნიშვნელოვან შეჯიბრებსა თუ ტურნირებში.

 

აჭარაბეთი წარმატებას უსურვებს  პარამოფარიკავეებს!

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები