0 6 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

აჭარაბეთის საპატიო ელჩმა ტატო გრიგალაშვილმა პარიზის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

16-17 ოქტომბერს, საფრანგეთის დედაქალაქში, პარიზის გრანდ-სლემი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა  ქართველმა ძიუდოისტებმა მიიღეს.

აჭარაბეთის საპატიო ელჩმა ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ.) საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

გრიგალაშვილი ფინალში იაპონიის ნაკრების წევრ ტაკეში სასაკის გაეჯიბრა და შანსი არ ჰქონია. იაპონელმა ქართველი ვაზარიზე 2-ჯერ დააგდო, რისთვისაც წუთზე ცოტა მეტი დასჭირდა.

შეგახსენებთ, რომ ტატომ ფინალამდე სამი შეხვედრა მოიგო. ქართველი ძიუდოისტი პირველი წრისგან თავისუფალი იყო, შემდეგ მონღოლ მურენტსენ ბატულგას ვაზარით აჯობა, 1/4-ფინალში ფრანგი ტიზიე გნამიენი იპონით დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში იაპონელ სოტარო ფუჯივარას ვაზარით სძლია.

 „ პარიზის გრანდ-სლემზე  მედლის მოპოვება საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.

რათქმაუნდა, ყოველი შეჯიბრის წინ მაქვს მოლოდინი რომ გავხდები ჩემპიონი, ჩემი წარმატებისთვის და მოტივაციისთვის  საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო ამ გრანდ-სლემში მონაწილეობა.წინ  კიდევ ბევრი შეჯიბრი მელის და აუცილებლად მოვიპოვებ ოქროს მედალს.“-  განაცხადა ტატომ.

„აჭარაბეთისთვის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ქართველი 

სპორტსმენების მხარდაჭერაა. კომპანია მუდმივად ცდილობს, გაზარდოს ქართველი სპორტსმენების ცნობადობა, მისცეს მათ შესაძლებლობა, გამოავლინონ საკუთარი 

პოტენციალის მაქსიმუმი და იასპარეზონ მნიშვნელოვან შეჯიბრებსა თუ

ტურნირებში.

‘’აჭარაბეთმა” შექმნა ამბასადორების სპეციალური ვებ-გვერდი,სადაც 

გაერთიანებულია მათი ყველა მიმდინარე აქტივობა სპორტის მიმართულებით. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები