0 6 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უპრეცედენტო ტურნირი ქართულ კიბერსპორტში - საპრიზო ფონდი 100 000₾

 

ევროპაბეთისა და საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციის ურთიერთთანაშრომლობის შედეგად, კიბერსპორტში უპრეცედენტო ტურნირი იწყება, რომლის საპრიზო ფონდი 100 000 ლარი იქნება. მსგავსი მასშტაბის ღონისძიება საქართველოში არ ჩატარებულა, რაც ქართული კიბერსპორტის განვითარებასა და მოთამაშეების დონის ამაღლებაში უდიდეს წვლილს შეიტანს. 

EUROPEBET WINTER CUP - ასე ერქმევა ტურნირის ფინალურ ეტაპს, რომელიც ლანში ჩატარდება. მასში მოსახვედრად ერთთვიანი ონლაინ ეროვნული ლიგის წარმატებით გავლა იქნება საჭირო. კომპიუტერული სპორტის ფედერაცია ტურნირებს შვიდ სახეობაში ჩაატარებს, ესენია : DOTA 2, CS:GO, League of Legends, PUBG Mobile, FIFA 22, eFootball 2022 და TEKKEN 7. როგორც ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ჩოგოვაძემ განაცხადა, სახეობები მათი პოპულარობით, პრესტიჟითა და მნიშვნელობით შეირჩა. გარდა ამისა, ამ სახეობებში ქართველ მოთამაშეებს მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა შეეძლებათ.

სარეგისტრაციო ბმული საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციის ფეისბუქ-გვერდზე დაიდება. საქართველოს ეროვნულ ლიგაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბერს დაიწყება და 3 ნოემბრამდე გაგრძელდება. ტურნირი სტარტს 8 ნოემბერს აიღებს. გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ, პირდაპირ ტრანსლაციას ფედერაციის იუთუბ არხზე მიადევნონ თვალყური. თითოეულ სახეობას ერთი დღე დაეთმობა და მაყურებლებს ტურნირის შესახებ მაქსიმალური ინფორმაციის მიღება და სახეობების უკეთ გაცნობა შეეძლებათ. ყველა სახეობაში ფინალური მატჩები დეკემბრის ბოლოს სპორტის სასახლეში ჩატარდება.

კომპიუტერული სპორტის ფედერაცია ტურნირებს შვიდ სახეობაში ჩაატარებს, ესენია : DOTA 2, CS:GO, League of Legends, PUBG Mobile, FIFA 22, eFootball 2022 და TEKKEN 7

საქართველოს ეროვნული ლიგა წლის განმავლობაში ორჯერ ჩატარდება და მასზე ასაკობრივი შეზღუდვა იმოქმედებს: მონაწილეობის მიღება 18 წლამდე მოთამაშეებს არ შეეძლებათ, ხოლო ახალგაზრდა გეიმერებისთვის ფედერაცია ახლო მომავალში სასკოლო ჩემპიონატის ჩატარებას აპირებს.

საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ჩოგოვაძემ დაანონსებული ტურნირის მნიშვნელობაზე ისაუბრა

დავით ჩოგოვაძე : საქართველოს კიბერსპორტის ისტორიაში ეროვნული ლიგა და ევროპაბეთის ზამთრის თასის ჩატარება უპრეცენდენტო შემთხვევაა. ფედერაციის 20-წლიანი არსებობის განმავლობაში, მსგავსი საპრიზო თანხა არასდროს გათამაშებულა. ეს ძალიან დიდი სტიმული იქნება ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებსაც კიბერსპორტში ჩართვა სურთ. ტურნირი განაწილდება სამ ეტაპად, რომლებიც ონლაინ ეროვნული ლიგით დაიწყება და კიბერარენაზე ლან ტურნირით გაგრძელდება, ხოლო რაც შეეხება ფინალებს, ის სპორტის სასახლეში მაყურებლების თანდასწრებით დაგვირგვინდება.

რას მისცემს ეს ტურნირი ქართულ კიბერსპორტს?

ჩოგოვაძე: ქართული კიბერსპორტის განვითარებისთვის ეს ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანია. მისი ჩატარება ქვეყანაში კიბერსპორტული გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს, აიწევს ფედერაციის დონე, დაიხვეწება ტრანსლირებები. ეს შესაძლებლობას მოგვცემს მივუახლოვდეთ იმ სტანდარტს, რომელიც საქართველოში საერთაშორისო ტურნირის მასპინძლობას გულისხმობს.

რა არის ფედერაციის მთავარი მიზანი?

დავით ჩოგოვაძე: ერთ-ერთი მთავარი მიზანი საქართველოს ძლიერი ნაკრების ჩამოყალიბებაა, რომელიც საერთაშორისო ტურნირებზე მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს. გარდა ამისა, გვინდა, ხალხს გავაცნოთ კიბერსპორტის არსი და ქვეყანაში შევქმნათ კონკურენტუნარიანი გარემო. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ევროპაბეთს, რომელმაც ამ ყველაფრის განხორციელების შესაძლებლობა მოგვცა. ეს არ არის ერთჯერადი თანამშრომლობა. ერთად დიდ გეგმებს ვისახავთ, რომლებსაც მომავალში გავაჟღერებთ. 

შეგახსენებთ, ევროპაბეთი და საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაცია პარტნიორები ივლისში გახდნენ. ევროპაბეთის მხარდაჭერით, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ოთხ სახეობაში ჩატარდა და ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება ორმა ქართველმა გეიმერმა - რატი ნანავამ და დავით კასრაძემ მოიპოვა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები