1 5 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

“ჩემმა ქმარმა მითხრა, იქნებ ამ ასწლეულში არ მოხდესო, მაგრამ როგორც მამა გაბრიელმა თქვა, ის კართან დგას…” – ხატია სიჭინავას წინასწარმეტყველება

ხატია სიჭინავა სკოლაში სწავლის დაწყების შესაძლო გადადებას ეხმაურება.

იგი წერს, რომ აღსასრული ახლოა და მალე მთელ მსოფლიოს ერთი მმართველი ეყოლება.

“სკოლა არ დაიწყება არც ოქტომბერში, არც ნოემბერში… და ეს არ არის ჩვენი მთავრობის გადასაწყვეტი, რადგან მოკლე დროში მთავრობაც არ გვეყოლება.

მეტიც, მოქალაქეობაც არ გვექნება პასპორტში. დიახ, მსოფლიო უნდა გაერთიანდეს, ვერაფერი შეცვლის წინასწარმეტყველებას.

ცალი თვალი მაინც ვისაც აქვს გადავლებული ბიბლიისთვის იცის, რომ ერთიან მსოფლიოს ერთმმართველი ეყოლება და კი არიან ისეთები ვინც დღეს იცინის,

მაგრამ ვინც იცინის ბოლოს მაგრამ ვინც იცინის ბოლოს იცინის… ბრძოლისუნარდაკარგული საზოგადოება, საკუთარი ფეხით გაყვება დასაკლავი ცხვარივით ამ კარგად დადგმულ გეგმას… ბრძოლა დროს მოგვაგებინებდა, რომ ჩვენი შვილებისთვის რამოდენიმე წელი მაინც გვეჩუქებინა თავისუფლების, მაგრამ ვაი, რომ ეკლესიას ჩამოშორებული იუდას კლასტერი ადვილი სამართავია პირზე აფარებული და მოგუდული.დიახ, სკოლა არ დაიწყება… ვიღაცები წავალთ მიწაზე სახლებს გავამაგრებთ, როგორც ეს უკვე დიდი ხნის წინ გვითხრა პატრიარქმა და გვიწინასწარმეტყველა მამა გაბრიელმა და წმინდა ბერებმა…

ვიღაცეები აიცრებიან, დაიჩიპებიან და უკვე მერამდენედ უარყოფენ ღმერთს…

დღეს ჩემმა ქმარმა მითხრა, შეუცნობელია ღვთის გზები, იქნებ ამ ასწლეულში არ მოხდეს და ავცდეთო, მაგრამ როგორც მამა გაბრიელმა თქვა, ის კარებთან დგას, კი არ გიკაკუნებთ, კარებს ანგრევს და ელოდება თქვენს მიპატიჟებას, რომ კარი გაუღოთ!

ერთი სუსტი წერტილი აქვს ბოროტს, თუ კარი არ გაუღე და არ მიიპატიჟე, ისე ვერ შემოდის შენს სამყაროში, გულში და ცხოვრებაში. ხოდა გაუღეთ… შიში ამაში ძალიან შეგიწყობთ ხელს! ჩვენი მთავრობა რუპორია…რასაც უბრძანებენ, რამდენადაც გავიყიდებით, იმდენად გაგვყიდიან ჩვენივე ნებით, როგორც დასაკლავი ცხვარი, მივყვებით სასაკლაოზე.

ვინ იშიმშილებს და ვინ ვერ გაუძლებს წინასამზადის პერიოდს, არც ეგ ანაღვლებს არავის. ვწუხვარ რომ ჩემს შვილებს მოუწიათ ამ დროში ცხოვრება. ვწუხვარ, რომ ღმერთი აღარ ცხოვრობს ბევრის სახლში და გულში.

ვწუხვარ რომ მე ერთი ცალი, ან თუნდაც ათი ჩემნაირი, საკმარისი არ არის ამ ბრძოლისთვის. და თუ მაინც საჭიროა ჩემი ხმა, თუ ვიღაცის გულამდე მაინც შემიძლია მივიტანო ამბავი უფალო, მომეცი ძალა… დანარჩენი ყოველდღიურად და ნაბიჯ-ნაბიჯ იხილეთ საკუთარი თვალებით, რომელიც ზოგიერთებს გვიან აგეხილებათ… და მაინც… ოდითგანვე ასე იყო… ბოროტსა სძლია კეთილმან.თუმცა კეთილი ადამიანები ალბათ კაენის და აბელის დროსაც იყვნენ და სოდომის და გომორის დროსაც…” – წერს ხატია სიჭინავა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:26

    ,,რუსები არ ჩერდებიან. ამჯერად, გრემისხევის თავზე...

    რუსები არ ჩერდებიან.  ამჯერად, გრემისხევის თავზე მოაწყვეს რადიო-ელექტრონული დაზვერვის სპეც სადგომი, რომელიც გამოიყენება სპეციალური სადაზვერვო მანქანის საპარკინგე ადგილად.    ასეთი ტიპის...

  • 14:40

    ,,9 წელი ვეძებე.. ყველაზე დიდი შოკი მაშინ მივიღე,...

    9 წელი ვეძებე,და ამ ჯგუფის წყალობით ვიპოვე,მადლობა კიდევ ერთხელ თამუნა მუსერიძეს და მის გუნდს..გუშინ ჩემი ძალებით გავარკვიე ბიოლოგიური მამის ვინაობაც და ყველაზე დიდი შოკი მაშინ მივიღე,როც აღმოჩნდა რომ...

  • 13:32

    სახლთან მოაწყეს ჩასაფრება, სადარბაზო ააჭრელეს წარწ...

    ბევრი მირეკავს, მწერს, მეგობრებო კარგად ვარ, გამთენიამდე სახლთან მოაწყეს ჩასაფრება, სადარბაზო ააჭრელეს წარწერებითა და პლაკატებით.  ძალიან მალე დამკვეთები შემსრულებლებთან ერთად დადგებიან და საკუთა...

  • 14:04

    პირობას გაძლევთ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ პირ...

        🇬🇪🇪🇺 რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი არის ევროპა! ვინმე ამაზე კითხვის ნიშანს სვამს? თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე, ქართული პასპორტით ევროპულ ქვეყნებში რომ თავისუ...

  • 12:08

    ,,მეც მეშინია რო ხმის ამოღების მერე რამეს დავკარგა...

    ვინც ჩუმად ხართ და ხმას არ იღებთ... ან ვერ იღებთ.. იცოდეთ   მეც მეშინია რო ხმის ამოღების მერე რამეს დავკარგავ...    მეც მეშინია რო შეიაძლება ცხოვრება გამირთულდეს... ან ერთი გზით იძიონ შ...

  • 11:39

    არა რუსეთს ❌ პ.ს მადლობა არავინ გადამიხადოს რადგან...

    ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაზე "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ "რუსულ"კანონპროექტს ეხმაურება: არა რუსეთს ❌    საქართველოს გზა ევროპაშია ✊   პ.ს მადლობა არავინ გადამიხადოს რადგან იმას ვამბობ...

  • 12:23

    გიორგი კეკელიძე დაქორწინდა...

    გიორგი კეკელიძე დაქორწინდა. მისი რჩეული მარიამ სოსელიაა. ის ერთ-ერთი კომპანიის მარკეტინგის მენეჯერია.    „დღეს 40 წლის გავხდი და დავქორწინდი“ - წერს მწერალი სოციალურ ქსელში. ...