2 0 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

“ეწყინება ბერას, ვიცი, მაგრამ უნდა დავწერო”-ოთო აბესაძე

ოთარ აბესაძე ბერა ივანიშვილის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

”ეწყინება ბერას ვიცი, მაგრამ უნდა დავწერო.
ცოტა ხნის წინ ბერამ, მე და ჩვენმა მეგობრებმა ფაქტიურად მოვიარეთ მთელი საქართველო. გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში, კონცერტები, ძალიან ბევრი შეხვედრა და ა.შ. ეს ყველაფერი იყო ძალიან პოზიტიური და ყველა ქალაქში დარწმუნებული ვარ ისევე როგორც ჩვენ ეს არასოდეს დაგვავიწყდება.

ყველა შეხვედრას თან ახლდა გულახდილი საუბრები, მეგობრული თხოვნები და ა.შ.

მე არ ვიცი რა მოხდა გუშინ ან გუშინ წინ, უბრალოდ დღეს დილიდან ზუსტად 23 ზარი შემოვიდა ჩემს ტელეფონზე იდენტური ტექსტით ” მართალი ყოფილხარ ოთო ცხოვრება იყოფა ორ ეტაპად ბერას გაცნობამდე და ბერას გაცნობის შემდეგ”

შეგნებულად არ დავწერ იმ ადამიანების სახელებს და გვარებს, არც იმას დავწერ რა “თხოვნებზე” იყო საუბარი, მაგრამ ერთს გეტყვი შენ ბერა, მაგ სიკეთით და მაგ ალალი გულით უყვარხარ ძალიან ბევრს და ერთ-ერთი მათგანის სიტყვებს გადმოგცემ – “მე არამგონია მას გადავუხადო სამაგიერო, მაგრამ გადაეცი, რომ ღმერთი გადაუხდის აუცილებლად ამ სიკეთისთვის”

მიყვარხარ მაგრად და საამაყო ხარ !!! მართლა არ ვიცი რა მოხდა და როგორ მოხდა, მაგრამ გახარებული ადამიანების ხმა, რომელიც შენზე მელაპარაკებოდა ეს უკვე მთელი ეპოქაა. მეამაყები და აბა შენ იცი !!!!

P.S. საინტერესო “ტურნე” საინტერესო ფოტო და ყველაზე მხიარული მგზავრობა. თურმე გარეპვაც შემძლებია”, – წერს აბესაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები