0 2 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"გაიხსენეთ გიორგი სანაია... მომავალი მსხვერპლი ვფიქრობ, რომ ვანო ჯავახიშვილი იქნება"

   ემზარ კვიციანი სოციალურ ქსელში სკანდალურ განცხადებას აქვეყნებს, რომელიც მსახიობ და წამყვან ვანო ჯავახიშვილს ეხება .

„მეგობრებო დიდი ყურადღება გვმართებს!

შესაძლებელია საქართველოს ამჟამინდელი, და ბოლო 25 წლის მტერი საქართველოსი, სახელად სოროსი,გადავიდეს რადიკალურ ზომებზე!მისი ძალები საგრძნობლად შესუსტდა მთელ მსოფლიოში,და ასეთ შემთხვევაში რა შეიძლება მოიმოქმედოს?სისხლის ღვრა ახასიათებთ!უახლოესი წარსული გაიხსენეთ,გიორგი სანაია.

ვინ შეიძლება იყოს მომავალი მსხვერპლი სანაიასავით?ყველამ თქვენი კომენტარი გააკეთეთ,მე ვფიქრობ ,რომ ვანო იქნება ჯავახიშვილი. ასეთუისე ნიჭიერე მასხარაა და ახალგაზრდობას შეაყვარა თავი და პიარსაც გვარამია პროკურორის ტელევიზია სერიოზულს ააგორებს!სუსს,შსს-ს ,პროკურატურასა და სასამართლოს დაბლოკავენ ისევე ,როგორც ჟვანიას შემთხვევაში,შარაძისა და უამრავი მკვლელობის გაუხსნელობით ფაქტები გვახსოვს სააკაშვილის პერიოდიდან!წარმოიდგინეთ ჟურნალისტების 90% რამხელა დაფინანსებას მიიღებენ და როგორ გააპრავებენ ყოველივეს და როგორ აღმოჩნდება უდანაშაულო ადამიანი ციხეში!და საქართველო ისევ მათ საჯირითო ველად იქცევა! ამიტომ ვაფრთხილებ სპეც სამსახურებს და კერძოდ იმ სავარაუდო მკვლელს, რომელიც მიჩენილია რუსთავი ორის თვალყურისთვის,როცა ბრძანებას მიიღებ ეს ბრძანება იქნება უკანონო და არ შეასრულო,უბრალოდ გამოდი და ამხილე ვინც შეგიკვეთა!პირობას გაძლევ,რომ ყველა პატრიოტი გვერდში დაგიდგებით და დაგიცავთ!ყველამ იქ იმ ადგილზე ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე სადაც ვართ,და აუცილებლად გავიმარჯვებთ!დიდება ღმერთს!!!“- წერს ემზარ კვიციანი.

პარლამენტის წევრის აღნიშნულ ფეისბუქ პოსტს ნიკა გვარამია  ასე გამოეხმაურა : 

„ვაფრთხილებ საქართველოს ხელისუფლებას, თუ მისი სატელიტის ეს ბოდვა იმგვარ შედეგს გამოიღებს, რომ ვანო ჯავახიშვილის თავიდან ერთი თმის ღერი მაინც ჩამოვარდა, მერე საკუთარ თავს დააბრალოს. 

მთელი არხის სახელით, მოვითხოვ დაუყოვნებლივ რეაგირებას“, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები