0 1 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,თათია ვაჩეიშვილს 4 შვილი დარჩა, ბავშვები შველას ითხოვენ, რადგან არ აქვთ საკვები და პამპერსი პატარასთვის"

"ვეხმარებით თათია ვაჩეიშვილის ოჯახს,"- საზოგადოება მოკლული ქალის დასახმარებლად  სოციალურ ქსელში ერთიანდება, რომელიც სავარაუდოდ ყოფილმა ქმრმა მოკლა.  

"როგორც მოგეხსენებათ, 38 წლის ქალბატონი,თათია ვაჩეიშვილი მოკლეს. მას 4 შვილი დარჩა. ბავშვები ითხოვენ შველას,რადგან არ აქვთ საკვები და პამპერსი პატარასთვის. რითაც შეგეძლებათ, გთხოვთ დაეხმარეთ. ამ ივენთის კომენტარებში შეგიძლიათ დაწეროთ იდეები,რომ ერთად,ორგანიზებულად წავიდეთ და დავეხმაროთ.

პ.ს. ვისაც მანქანა გყავთ, შეგიძლიათ პროდუქტების გადატანაში მოგვეხმაროთ.

ხუთშაბათს,4 მაისს 18:00 საათზე ვიკრიბებით დელისის მეტროსთან. გთხოვთ,კომენტარებში მიგვანიშნეთ, ვინც მოდიხართ ზუსტად რომ ვიცოდეთ და შეგეხმიანოთ"-წერენ სოციალურ ქსელში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები