0 7 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“მათ სამი სხვადასხვა არმია აქვთ”– ფრანგი გენერალი ნატოს მოუწოდებს რუსეთის დაშლისთვის მოემზადოს

ნატომ ახლავე უნდა დაიწყოს მზადება იმისთვის, რომ მომავალში რუსეთის ფედერაცია დაიშლება. ეს აზრი ფრანგმა გენერალმა, ევროპაში ნატოს ძალების მეთაურის ყოფილმა მოადგილემ, მიშელ იაკოვლეფმა საფრანგეთის საზღვაო ავიაციის ეკიპაჟის ყოფილ წევრთან ხავიერ ტიტელმანთან საუბარში გამოთქვა.

მისი აზრით, უკრაინის არმია დღეისათვის საუკეთესოა ევროპაში, რუსეთის არმიას  კი უზარმაზარი პრობლემები აქვს , რასაც არავინ ელოდა. ამიტომ მათ მხოლოდ თავის დაცვა შეუძლიათ.

“უფრო მეტიც, რუსეთის ფედერაცია შეიძლება მალე დაინგრეს. ეს გარდაუვალია და ეს დაშლა უფრო სისხლიანი იქნება ვიდრე სსრკ-ს დაშლა. ამის მიზეზი ის იქნება, რომ ქვეყანაში სამი აქტიური არმიაა – თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და „ეფესბეს“ არმიები, რაც მსგავსია ლიბანში 1973 წელს არსებული ვითარების. აქ აღარაფერს ვამბობ კერძო სამხედრო კომპანიებზე, ოლიგარქთა და კადიროველთა ჯარებზე.

უკრაინასთან ომი  მხოლოდ აპეტაიზერია, შემდეგ იქნება მთავარი მენიუ – რუსეთის დაშლა. უკრაინა მხოლოდ ისტორიული მოვლენების გამომწვევია, რასაც მოგვიანებით ვიხილავთ”, – თვლის გენერალი.

უფრო მეტიც, რუსეთის ფედერაციას შეუძლია კიდევ უფრო მეტ ახალ ქვეყნებად დაიყოს, ვიდრე ეს იყო ყოფილ იუგოსლავიაში.

ომის დასრულებას ასევე შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე სცენარი და რუსეთის ფედერაციის გამარჯვება ჯერ კიდევ არ არის გამოსარიცხი. ამისათვის მათ უნდა აჩვენონ სამხედრო პროფესიონალიზმის ახალი დონე, მათ შორის: თავდასხმის სამიზნეების არჩევა, ლოგისტიკა, აღჭურვილობის ხარისხი, ჯარების ურთიერთქმედება და ა.შ. მაგრამ, ეს ყველაფერი ჰორიზონტზეც არ ჩანს – რუსი ოკუპანტები აგრძელებენ შეცდომების დემონსტრირებას.

სხვა სცენარი კი, ეს არის უკრაინის უპირობო გამარჯვება და ორივე არმიის გაჩერება საზღვრებზე–თვლის გენერალი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები