2 1 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ახალქალაქის სამლოცველოში, დაუდგენელი პირები შეიჭრნენ და ხატები დაამტვრიეს

ვანდალიზმი ახალქალაქში. დაუდგენელი პირები სამლოცველოში შეიჭრნენ და სიწმინდეები დააზიანეს. 
დილით სალოცავად მისულ მოქალაქეებს, ხატები გადმოყრილი და დამტვრეული დახვდათ. მე–13 საუკუნის სამლოცველოში ხულგუმოსა და ბავრას მოსახლობა წლებია ლოცულობს. ადგილობრივები მომხდარის სასწრაფოდ გამოძიებას მოითხოვენ. მოსახლეობა ამბობს, რომ შოკშია რადგან რელიგიურ ნიადაგაზე კონფლიქტი არასდროს მომხდარა და თუ სამლოცველოს დაზიანების ფაქტის დროულად გამოძიება არ მოხდება, შესაძლოა რეგიონში ვითარების დაძაბვა მოჰყვეს. კადრებს დარბეული სამლოცველოდან "ჯეი ნიუსი" ავრცელებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები