1 8 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

500 წლის მუმია - მსხვერპლად შეწირული გოგონა

ჩამოტვირთვა

ჩილეში დაახლოებით 500 წლის მუმია აღმოაჩნეს, რომლის ჩაცმულობაც და გარეგნობაც ინკების ცივილიზაციის მსგავსია da რომელიც გაყინული იყო. თუმცა ყველაზე უცნაური ისაა, რომ მისი შინაგანი ორგანოები ცოცხალი ადამიანის ორგანოებივით გამოიყურება, სისხლი კი მის გულს ჯერ კიდევ შემორჩენოდა. ექსპერტიზამ დაადგინა რომ მუმია 15 წლის გოგო უნდა იყოს, რომელიც მსხვერპლად შეწირეს. გარდაცვალების შემდეგ კი მისი ცხედარი გაყინეს და 500 წელი სხეული ყინულში ინახებოდა. ექსპერტებისთვის ასევე ცნობილი ხდება სხვადასხვა გარემოებები და გოგონას გარდაცვალებამდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა. როგორც ისინი აცხადებენ, მოზარდს ტუბერკულიოზი ჰქონდა. მის გვერდით კიდევ ორი მუმია იქნა აღმოჩენილი. ისინი 7 წლის ბიჭი და 6 წლის გოგო არიან. რაც შეეხება მათ მსხვერპლად შეწირვას, ეს არც ისე გასაკვირია, რადგან ინკებისათვის ბავშვები ყველაზე წმინდა და სუფთა არსებები იყვნენ და მსხვერპლად ყველაზე მისაღებ ვარიანტს წარმოადგენდნენ. მსგავსი მსხვერპლშეწირვები ინკებიათვის ხშირ რიტუალს წარმოადგენდა. მუმია ამჟამად არგენტინის მუეუმში იმოფება და მას მნახველი მრავლად ჰყავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები