2 3 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„შავი კოსმეტიკის“ მსოფლიო ბაზრის შესახებ წიგნი გამოვიდა

ჩამოტვირთვა

30 წლის ამერიკელი „შავი კოსმეტიკის“ მსოფლიო ბაზარზე არსებულ ვითარებას ნათელი მოჰფინა და დეტალები ახალ წიგნში აღწერა. ორი შვილის დედა, ვანიტი ვანდერი, პლასტიკურმა ოპერაციებმა ისე გაიტაცა, რომ სილიკონის ჭარბი რაოდენობის მიღებით საჯდომი არანორმალურად გაეზარდა. ქირურგიულ ჩარევებში სულ 15 ათასი დოლარი დახარჯა. ის ახლა საკუთარ გამოცდილებას სხვა ქალებს უზიარებს და უხსნის, რა შედეგამდე მივიდა პლასტიკური ქირურგიული ოპერაციების ჩატრების შემდეგ და რა ზიანის მიყენება შეუძლია გარეგობისათვის არალეგალურ ოპერაციებს. წიგნის დაწერის შესახებ გადაწყვეტილება ვანიტი ვანდერმა მას შემდეგ მიიღო, რაც სილიკონის ჭარბი რაოდენობის მიღებით ქალი გარდაიცვალა. როგორც ვანდერი დეილიმეილთან საუბრისას აცხადებს, არალეგალური ოპერაციების ჩატარების გამო, რამდენჯერმე სასჯელაღსრულების დაწესებულებასაც გადაურჩა. ვანიტი ყვება, რომ მისი მრგვალი ფორმების გამო ბევრი ქალი ეკითხება, როგორ მიაღწია ასეთ შედეგს. უკვირს, რატომ მოსწონთ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს არაბუნებრივი ფორმები. როდესაც სარკეში იყურება, საკუთარი თავი არ მოსწონს, თუმცა თავს ცუდად არ გრძნობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები