0 1 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მიწისძვრას 22 განმეორებითი ბიძგი მოჰყვა

ჩამოტვირთვა

22 აფთერშოკი მიწისძვრის შემდეგ - სტიქიის ეპიცენტრში განმეორებითი ბიძგები ჯერ კიდევ გრძელდება. სპეციალისტები განმარტავენ, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელიც არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. მიწისძვრის ეპიცენტრი აზერბაიჯანში იყო, სადაც დღეს დილით, 5.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ზაქათალას რეგიონში, სტიქიას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. რყევები საქართველოშიც იგრძნობოდა, სადაც ყველაზე მეტი ბიძგი დედოფლისწყაროს რაიონში დაფიქსირდა. დედოფლისწყაროს რაიონში, სადაც მიწისძვრა ყველაზე მეტად იგრძნობოდა, სიმშვიდეა. აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვარზე მომხდარმა მიწისძვრამ 5.7 მაგნიტუდა შეადგინა. შემთხვევამ შენობების დაზიანება გამოიწვია. სიღნაღის რაიონის სოფელ ყარაღაჯში, ერთ-ერთი ამორტიზებული საცხოვრებელი კომპლექსის კედლებს ნაპრალები გაუჩნდა. ამ საცხოვრებელში სულ 12 ოჯახი ცხოვრობს. ყარაღაჯის მაცხოვრებლები შიშობენ, რომ მიწისძვრის განმეორების შემთხვევაში, მათ საცხოვრებელი სახლის დატოვება მოუწევთ. ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა აზერბაიჯანში, ზაქათალას რაიონში. მიწისქვეშა ბიძგების მაგნიტუდა 5.5 და 7 ბალი იყო. ადგილობრივი სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით, ბიძგები 10 წამის განმავლობაში გრძელდებოდა და ეპიცენტრი ქალაქ ზაქათალადან 17 კილომეტრის მოშორებით, 10 000 მეტრის სიღრმეში მდებარეობდა. გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრას ორი საკმაოდ ძლიერი აფთერშოკი მოჰყვა. სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ზოგიერთ რაიონში დაზიანებულია შენობები. დღეს დილით მიწისძვრა სომხეთის სეისმოლოგიურმა სამსახურებმაც დააფიქსირეს, სადაც ბიძგების სიძლიერე 3-4 ბალი იყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები