1 8 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ბექა წიქარიშვილი და თორნიკე ბზიავა ადმინისტრაციული წესით დააკავეს - შსს

  შსს-ში მოძრაობა "თეთრი ხმაურის" ლიდერის, ბექა წიქარიშვილისა და მსახიობ თორნიკე ბზიავას დაკავების შესახებ კომენტარს აკეთებენ და აღნიშნავენ, რომ ორივე პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. საქალაქო სასამართლოს ეზოში მომხდარ ინცინდენტზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 3 მუხლით მინდინარეობს.

 „თეთრი ხმაურის“ ლიდერი და მსახიობი თორნიკე ბზიავა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებულები, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

აღნიშნული მუხლების გარდა, გამოძიება კიდევ ერთი, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ამ შემთხვევაში საქმე ეხება ბექა წიქარიშვილს, რომელმაც სასამართლოს კარს აგური ესროლა. ჩამსხვრეულია კარის მინა. 

შეგახსენებთ, რომ ვითარება სასამართლოს ეზოში მას შემდეგ დაიძაბა, რაც მოსამართლემ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლის გადაწყვეტილება გიორგანაშვილის მხარდამჭერებმა გააპროტესტეს.

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს კი გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მოხმარების მიზნით ფლობას ედავება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები