1 9 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

რუსეთის მოქალაქემ საქართველოში უკანონოდ დიდი ოდენობის ოქროს ნაკეთობები შემოიტანა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ოქროს ნაკეთობები შემოიტანა, რომლის საბაჟო ღირებულება 29 989 ლარს შეადგენს. საბაჟო-გამშვები პუნქტი „სადახლოს“ გავლით, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქემ კი საბაჟო კონტროლისაგან მალულად ქვეყანაში შემოიტანა 52 ლარზე მეტი ღირებულების საბაჟო ღირებულების ოქროს საიუველირო ნაწარმი. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში 771 გრამი ოქროს ნაკეთობებია ამოღებული.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები