1 3 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი განაწილებას ახალი ფუნქციონალი დაემატა

თიბისი განაწილება გადახდის ალტერნატიული შესაძლებლობაა, რომლის დახმარებითაც ნივთის ღირებულების გაყოფა შესაძლებელია 4 ტოლ ნაწილად, საპროცენტო განაკვეთისა და დამატებითი საკომისიოს გარეშე.

პირველად საქართველოში, თიბისი განაწილებას ახალი, ინოვაციური ფუნქციონალი დაემატა, რომლის გამოყენებითაც, მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, დაიბრუნონ მათ მიერ გადახდილი ტრანზაქცია და საფასურის გადახდა 4 თვეზე გადაანაწილონ.

აღნიშნული პროდუქტით სარგებლობა ძალიან მარტივია. ამისთვის  საჭიროა, დაიმტკიცოთ განაწილების ლიმიტი ციფრულ ბანკში, განხორციელებული ტრანზაქციებიდან შეარჩიოთ ის ტრანზაქცია, რომლის დაბრუნებაც გსურთ და დააჭიროთ ღილაკს „ტრანზაქციის განაწილება“. წესების გაცნობისა და დათანხმების შემდეგ, თანხა ანგარიშზე დაგიბრუნდებათ და მის განაწილებას 4 თვეზე შეძლებთ. განაწილების გასაკეთებლად, მნიშვნელოვანია, რომ ტრანზაქციის გადახდიდან არ იყოს გასული 14 დღეზე მეტი.

 

განაწილების ძირითადი პირობები:

·         პროდუქტის საფასურის განაწილება შესაძლებელია 4 თვეზე

·         განაწილებისას 100-დან 5000 ლარამდე თანხა მომენტალურად დაგიბრუნდება

·         წინსწრების საკომისიო - 0%

·         გაცემის საკომისიო - 0%

·         თვიური საპროცენტო განაკვეთი - 1%

·         ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 21.44%

·         მაგალითად, 100 ლარიანი ტრანზაქციის განაწილების შემთხვევაში თვეში მოგიწევს 26 - 26 ლარის გადახდა - ჯამში 104 ლ.

 

ნუ დაელოდები ხელფასს, გამოიყენე თანხა შენი სურვილების შესასრულებლად - საოცნებო შვებულებისთვის, მოულოდნელი ხარჯებისთვის ან უბრალოდ ფინანსების ეფექტურად სამართავად.

 

გადმოდე ყიდვა, გადადე გადახდა და გაიმარტივე ცხოვრება თიბისი განაწილებით.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები