0 7 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

„ანაკლიის პროექტი შეჩერების პირასაა!!!“

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი შეჩერების პირასაა. ამის შესახებ ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

„ანაკლიის პროექტი შეჩერების პირასაა!!!“,- წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

ამასთან, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ გუშინ განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია

"დღეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით შევიტყვეთ ამა წლის 2 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ქალაქ ფოთში “ ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ. (ნებართვა გაცემულია „სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ – „ეიპიემ ტერმინალსის“ შვილობილი კომპანიის სასარგებლოდ)

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“, მისი პარტნიორებისა და ინვესტორებისთვის ეს ინფორმაცია შოკისმომგვრელია, რადგან აღნიშნული ბრძანება გაიცა 2 მაისს, ხოლო 21 მაისს მთავრობამ კონსორციუმთან ერთად მოლაპარაკებები გამართა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან (EBRD, ADB, AIIB და OPIC თან) ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დაფინანსების თაობაზე და ამ ფაქტის შესახებ მთავრობის მხრიდან არანაირი ინფორმაცია არ გაჟღერებულა. 

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ საერთაშორისო პარტნიორების მიერ უკვე გამოითქვა მწვავე შეფასებები აღნიშნულ ფაქტთან და მის დამალვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ და ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილე მხარეები მიიჩნევენ, რომ თუ მთავრობის მხრიდან ამ ფაქტს არ მოჰყვა მყისიერი და რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდება."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები