0 0 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სკოლაზე თავდასხმისას 104-მდე ადამიანი დაიღუპა -შოკისმომგვრელი კადრები

ჩამოტვირთვა

პაკისტანში, ქალაქ პეშვარაში მდებარე სამხედრო სკოლაზე "თალიბანის" თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 104-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის 84 სკოლის მოსწავლეა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბიბისი" ავრცელებს.
სკოლაზე თავდასხმა დაგმო პაკისტანის პრეზიდენტმა მამნუნ ჰუსეინმა, რომელმაც ღრმა მწუხარება გამოთქვა უდანაშაულო მსხვერპლის გამო. 
პაკისტანის ქალაქ პეშვარაში მდებარე სკოლაში "თალიბანის" მებრძოლები რამდენიმე საათის წინ შეიჭრნენ. თერორისტული დაჯგუფების პრესსპიკერის განცხადებით, სკოლაზე თავდასხმა პაკისტანის არმიის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე პასუხია. 
თავდასხმისას სკოლაში 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა. მომხდარის გამო 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები