მთავრობამ ფეხბურთელებთან შეხვედრის ღონისძიებაზე პრ...
“ოცნების” დეპუტატის, გია ვოლსკის თქმით, მთავრობამ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან შეხვედრის ღონისძიებაზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ მიიწვია. “არ მიგვაჩნია ჩვ...
|
ხატია დეკანოიძე ირაკლი ღარიბაშვილის ამერიკაში ოჯახთან ერთად ჩარტერით ვიზიტს გამოეხმაურა. ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ პატიოსან საჯარო მოხელეს წესით ამის შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეს.
„წარმოუდგენლად დიდი კლეპტოკრატიის, ოლიგარქიის და კორუფციის ნიშანია, როცა ერთ-ერთი ყველაზე უფრო ღატაკი ქვეყნის პრემიერი, რომლის მოქალაქეები ემიგრაციაში მიდიან და სხვა ქვეყანაში გადასვლისას უდაბნოში იღუპებიან, მაშინ როცა საქართველოში ბავშვები შიმშილობენ, მშობლებს არ აქვთ საშუალება ან წიგნი უყიდონ, ან ჩანთა, ან ყოველდღიურად მისცენ ის სამყოფი ფინანსები, რითაც ბავშვები დაიკმაყოფილებენ შიმშილის გრძნობას, იმ ქვეყნის პრემიერი, სადაც რეალურად ძალიან ბევრი პრობლემებია, თავს უფლებას აძლევს, დაიქირაოს ჩარტერი, ოჯახი გადააფრინოს საზღვარგარეთ. რა მნიშვნელობა აქვს, სად წავიდა ჩარტერით? ფაქტია, ჩარტერები ღირს ძვირი და ფაქტია, მას ამის შესაძლებლობა აქვს. საჯარო მოხელეს ჩარტერის დაქირავების შესაძლებლობა არ აქვს! მე თითქმის 20 წელი ვიყავი საჯარო მოხელე სხვადასხვა ქვეყანაში და თუ პატიოსნად ცხოვრობს საჯარო მოხელე, კორუფციაში არაა გახვეული, მას ამის შესაძლებლობა არ აქვს! ეს არის ტრაგედია, როცა საქართველოს ჰყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც თავს უფლებას აძლევს კორუფციული ფულით იქირაოს ჩარტერები და გადაფრინდეს არ აქვს მნიშვნელობა - ნებისმიერ ქვეყანაში. მე იმედი არ მაქვს, რომ ახლა რაიმე იქნება გამოძიებული, მაგრამ დადგება დრო, როცა ყველას გაეცემა პასუხი ობიექტური მართლმსაჯულების მხრიდან, თუ საიდან ჰქონდათ ჩინოვნიკებს იმის თანხები, რომ ჩარტერი დაექირავებინათ. ჩარტერი მაგალითად, ნიუ-იორკიდან პარიზამდე ღირს 100 ათასი დოლარი, ინტერნეტშიც შეიძლება ამ ფასების მოძიება, ეს არის წარმოუდგენელი ფასები,“ - განაცხადა დეკანოიძემ.
ცნობისთვის, ღაიბაშვილის აშშ-ში განხორციელებულ ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობის სტრატკომმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ-ში თითქოსდა ჩარტერული რეისით გაემგზავრა“. სტრატკომი განმარტავს, რომ საუბარი იყო ჩარტერულ ფრენაზე, რომელიც განხორციელდა თბილისიდან ევროპის ერთ-ერთი ქალაქის მიმართულებით, ხოლო აშშ-ის მიმართულებით პრემიერ-მინისტრი რეგულარული რეისით გაემგზავრა.
“ოცნების” დეპუტატის, გია ვოლსკის თქმით, მთავრობამ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან შეხვედრის ღონისძიებაზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ მიიწვია. “არ მიგვაჩნია ჩვ...
“თავდაცვის ძალების კუთვნილი სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის ადგილზე, შესაბამისი სამსახურების მიერ საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე ჰექტარ ფართობზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობ...
ჩვენ ვუერთდებით ყველა ქართველ გულშემატკივარს და ვუხდით მადლობას ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი გამოსვლისთვის. რა ამაღელვებელი თამაში და ისტორიული გზაა. გისურვებთ კიდევ მრავალ წარმატ...
„სინამდვილეში, ამ ორი - სამი წლის განმავლობაში ყველაფერს ვაკეთებდით იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეპუტაცია დაგვეცვა. ძალიან ხშირად, ამ წლების განმავლობაში, უსამართლო ...
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, 15 პოლიტიკური პარტიის 2023 წლის ფინანსური დეკლარაციების შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 15-მა პარტიამ ...
„მინდა, მაქსიმალური პატივისცემა გამოვხატო ჩვენი მეტოქის მიმართ, რომელმაც პორტუგალიის წინააღმდეგ შესანიშნავი და ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა. დავინახეთ, რომ ისინი ჩვენთან შეხვედრის შემდეგ ძალიან ...
“ერთიანობის ქარტია არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური დოკუმენტი და ქართველი პროდასავლური ოპოზიციის ძალიან სერიოზული წარმატება. ბევრი საკითხი არის შეთანხმებული ამ დოკუმენტით, მაგრამ მთავარი მა...
ივლისი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები