1 5 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

"მოასწარი ზაფხული" | ლიბერთის აქცია სამომხმარებლო სესხებზე გრძელდება

 

„მოასწარი ზაფხული“- ლიბერთის საზაფხულო აქცია სამომხმარებლო სესხებზე გრძელდება. აქციის

ფარგლებში, ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც ლიბერთიში არაუზრუნველყოფილი

სამომხმარებლო სესხით ისარგებლებს, ან სხვა ბანკიდან გადმოიტანს - ისარგებლებს გაცემის

ნულოვანი საკომისიოთი. აღსანიშნავია, რომ საზაფხულო პირობები ვრცელდება წლიურ საპროცენტო განაკვეთზეც, რომელიც 31 ივლისის

ჩათვლით 15.5%-დან განისაზღვრება (ეფექტური 18.39%-დან).

ლიბერთის სახელფასე პროგრამის მომხმარებლები სასურველი თანხის დამტკიცებას, ან არსებულ

სესხზე თანხის დამატებას ინტერნეტ და მობაილ ბანკიდანვე, სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ.

ნებისმიერი სხვა მომხმარებელი კი შემოსავლების დადასტურების მარტივი პროცესის შემდეგ

შეძლებს დამტკიცებული თანხის მიღებას. გაითვალისწინება ნებისმიერი ტიპის შემოსავალი:

ხელფასი (ბონუსი, დანამატი), სერვისი, გრანტი, იჯარა, გზავნილი, დივიდენდი, რეპეტიტორის

შემოსავალი.

„ლიბერთის სამომხმარებლო სესხის პირობები ბაზარზე კონკურენტუნარიანია. ჩვენი გუნდისთვის

მნიშვნელოვანია, ისეთი შეთავაზებების დაგეგმვა, რომელიც მომხმარებლების საჭიროებებზეა

მორგებული. “მოასწარი ზაფხულის” აქციის ფარგლებში, მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ,

ივლისის თვის განმავლობაში 0%-იანი გაცემის საკომისიოთი ისარგებლონ და მიიღონ სასურველი

თანხა, ნებისმიერი მიზნობრიობით.

ამასთანავე, მთელი ზაფხულის განმავლობაში, განსაკუთრებული აქციები და შეთავაზებები გვაქვს

დაგეგმილი”.- თორნიკე კორძაია, საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი.

შეთავაზებით სარგებლობისთვის მომხმარებლებს შეუძლიათ მიმართონ მთელი საქართველოს

მასშტაბით ლიბერთის ნებისმიერ სერვის ცენტრს, საზოგადოებრივ სახლებში მდებარე სერვის

ცენტრებს, ან მობილურ სერვის ცენტრებს.

აქცია გრძელდება 31 ივლისის ჩათვლით. დეტალური პირობები: http://bit.ly/3NYy8LL

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები