0 0 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

30 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
სადღესასწაულო დღეების მიუხედავად სამსახურის საქმეებს ვერსად გაექცევით. საღამოს ოჯახის წევრებთან ერთად შეადგინეთ საახალწლო წვეულების გეგმა. 

კურო
დაასრულეთ სამსახურის საქმეები, ახალი წლის დღეებში კარიერაზე რომ არ იფიქროთ. ზოგიერთს რომანის დაწყება ელის საქმიან პარტნიორთან, კოლეგასთან. 

ტყუპი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. მშვიდად ესაუბრეთ მათ. ნუ გადაიყოლებთ ახალ წელს ვალებს, დანაპირებს. 

კირჩხიბი
სასიამოვნო მომენტებით დატვირთული დღე გელით. მზად იქნებით ყველაფრისთვის, ოღნდ საყვარელ ადამიანებს ასიამოვნოთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. 

ლომი
სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით, მოემზადეთ საოჯახო დღესასწაულისთვის. საღამო ბავშვებთან ერთად გაატარეთ, გაასეირნეთ. 

ქალწული
საქმიანი ან სასიყვარულო შეხვედრა გელით. კარგი დღეა პროდუქტებისა და საჩუქრების შესაძენად. საღამოს სასიამოვნო ფუსფუსი გელით. 

სასწორი
კარგი დღეა საჩუქრების საყიდლად. მოერიდეთ ტექნიკის ყიდვას. საოჯახო საქმეები ოჯახის წევრებს გადაუნაწილეთ; სამსახურის - კოლეგებს. 

მორიელი
დაასრულეთ საქმეები, რათა სადღესასწაულო დღეები ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ. გაანებივრეთ ბავშვები და საყვარელი ადამიანი საჩუქრებით, სიურპრიზებით. 

მშვილდოსანი
სამსახურის საქმეები მეტ დაკვირვებას მოითხოვს. განსაკუთრებით, ფინანსური საკითხები. გვიანობამდე ნუ გაჩერდებით სამსახურში, შინ საოჯახო საქმეები გელით. 

თხის რქა 
დილიდან სადღესასწაულო განწყობა გექნებათ. თუმცა, გამონახეთ დრო სამსახურის საქმეებისთვის. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ, დაისვენეთ და გამოიძინეთ. 

მერწყული
იმისათვის, საახალწლო დღესასწაულს ლაღი შეხვდეთ, დღეს დაასრულეთ სამსახურის საქმეები. საღამოს ან რომანტიკული პაემანი გელით, ან მეგობრული წვეულება. 

თევზები
გარშემო მყოფების მიმართ იყავით მეტად გულკეთილი. თუ ახალი წლის შეხვედრას სხვა ქალაქში, ქვეყანაში აპირებთ, დღეს დაასრულეთ საქმეები, რათა გულდამშვიდებულმა იმხიარულოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები