0 4 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი ბანკი მთის კურორტების განვითარებას დაეხმარება

თიბისი ბანკი მთის კურორტების განვითარების კომპანიის მხარდაჭერას 5 წლიანი პარტნიორობის ფარგლებში განარხორციელებს. თანამშრომლობა გულისხმობს სამთო კურორტებზე გადახდის ინოვაციური სისტემების შექმნას და ინფრასტრუქტურის განვითარებას, რომლითაც დამსვენებლები და სამთო-სათხილამურო სპორტის  მოყვარულები უკვე ამ სეზონიდან ისარგებლებენ.

 

მომავალ თანამშრომლობაზე თიბისი ბანკის სათავო ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ და მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორმა, ალექსანდრე ონოფრიშვილმა ისაუბრეს.

 

თიბისი ბანკის მხარდაჭერით უკლებლივ ყველა ზამთრის კურორტზე გაუმჯობესდება გადახდის სისტემა,  კერძოდ, ხელმისაწვდომი იქნება ახალი ბარათები (Multi Card), რომელიც საშუალებას  მისცემს საბაგიროთი მოსარგებლე ადამიანებს, რიგში დგომის გარეშე, დისტანციურად - ინტერნეტბანკით, ბარათით ან ფეიბოქსით გადაიხადონ  და მაქსიმალურად ნაკლები დრო დაუთმონ საბაგიროს ბილეთების შეძენას.  

 

სულ მალე  Multi Card ბარათებზე ანგარიშის შევსება „თიბისი ფეის“ აპარატებითაც იქნება შესაძლებელი.

 

გარდა ამისა, 5 წლიანი პარტნიორობის ფარგლებში, თიბისი ბანკი ხელს შეუწყობს მთის კურორტებზე მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, რაც გულისხმობს მომხმარებლისათვის მოქნილი სერვისებისა და დამატებითი კომფორტის შეთავაზებას.  

 

წელს საქართველოს ზამთრის კურორტებზე სიახლეა. ერთდროულად აშენდა 9 ახალი საბაგირო, მათ შორის 3 გუდაურში. 10 დეკემბერს ოფიციალურად იხსნება გუდაურის, ბაკურიანისა (დიდველი) და გოდერძის სათხილამურო კურორტები. 24 დეკებერს გაიხსნება სვანეთში, თეთნულდის კურორტი, ხოლო 25 დეკემბერს ბაკურიანი-მიტარბის კურორტი ახალი სათხილამურო გზებითა და ახალი ინფრასტრუქტურით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები