0 5 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ისე მოსწონთ თავიანთი "იუმორი", ვიდეოც კი გაავრცელეს, რომ სხვებიც აცინონ"- ნათია ფანჯიკიძე

ნათია ფანჯიკიძე  ძალადობის შემცველ ვიდეოკადრებს გამოეხმაურა, რომელიც რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა. კადრებში კარგად ჩანს, როგორ ესვრიან შვილიშვილები ბებიას კისტის თოფს . შემთხვევას შს სამინისტროც  გამოეხმაურა და  აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

"ისე მოსწონთ თავიანთი "იუმორი", ვიდეოც კი გაავრცელეს, რომ სხვებიც აცინონ. არ იფიქროთ, რომ გასაკიცხად გამოვფინე. ამ ვიდეოს რომ ნახავ, ცხადია, მარტივია, თქვა, ოი, ოი, ოი, ეს როგორ შეიძლებაო. არადა, ასეთი უხეშია იუმორიც და გარემოც, რაც შევქმენით ყველამ. კიდევ კარგად არიან. სად უნდა ისწავლონ ადამიანობა? აქ ხომ უსისხლო უნდა იყო, ტანკში უნდა იჯდე, რომ გადარჩე? დღეს ჩამოვედი ევროპიდან. ისეთი პატარა, ციცქნა მანქანებით მოძრაობენ, ყველაფერი, რასაც თვალი ხედავს, ისე ფაქიზია, არაფერი არ გთრგუნავს. აქ კი არავინ არ ენდობა ერთმანეთს, ამ ვიწრო ქუჩებში, საათიან საცობებში "გრუზავიკებით" დადიან, ავარია თუ მოუვათ, სხვა რომ მოკვდეს. თითქოს რა შუაშია ეს ორი რამ ერთმანეთთან ხო? მაგრამ ყველაფერი, ყველა გამოვლინება შუაშია და თავშია," - წერს ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები