0 7 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ირაკლი ოქრუაშვილს ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ცეცხლი გაუხსნეს

გორში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, თავდაცვის ექს მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ცეცხლი გაუხსნეს. აღნიშნულ ინფორმაციას თავად ირაკლი ოქრუაშვილი ავრცელებს.

მისი განცხადებით, ოქრუაშვილი ამომრჩევლებს თანმხლებ პირებთან ერთად რკინიგზის სადგურის დასახლებაში ხვდებოდა, როდესაც მისი მიმართულებით ერთ-ერთმა ადგილობრივმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა. 
დაჭრილია ოქრუაშვილის თანმხლები ორი ადამიანი. ორივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 
პირი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ეჭვმიტანილი ა.ი. რამდენჯერმე ნასამართლევია. 
შსს-ს განცხადებით ინციდენტის მონაწილე პირი დადგენილია. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები