0 7 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

30 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
სხვა დღისთვის გადადეთ საქმიანი შეხვედრები, მნიშვნელოვანი პროექტების დაწყება. მოიმატებს სენტიმენტალურობა. საღამოს შეიქმენით სიმყუდროვე. 

კურო
ხარჯი და სტუმრიანობა გელით. არ წამოეგოთ პროვოკაციას. ნუ გახდებით შიშისა და ნეგატიური ემოციების მსხვერპლი. სხვა დღისთვის გადადეთ ელექტრონივთების შეძენა. 

ტყუპი
მოიმატებს გაღიზიანებულობა, ნერვოზულობა, მოუთმენლობა. მუშაობისას სიფრთხილე გმართებთ, რათა არ დაუშვათ შეცდომები. მოაწესრიგეთ ფინანსური საკითხები. ფული მოზომილად ხარჯეთ. 

კირჩხიბი
დაზოგეთ სულიერი და ფიზიკური ძალები. მოერიდეთ ემოციების გამოხატვას. გაფრთხილდით, რათა მათი ზეგავლენით პრობლემები არ შეიქმნათ. 

ლომი
არ დაგეგმოთ სამომავლო საქმეები. აკონტროლეთ გარშემო მყოფები. მეგობრების გამო მოსალოდნელია მატერიალური ზარალი. მოერიდეთ დაძაბულობას ოჯახის წევრებთან. 

ქალწული
დაზოგეთ ენერგია, მშვიდად გაატარეთ ეს დღე. მოსალოდნელია გეგმების ცვალებადობა. ზოგიერთმა შეიძლება რთული, შეუსრულებელი დავალება მიიღოს. 

სასწორი
სხვა დღისთვის გადადეთ მოგზაურობის დაწყება. ნუ იქნებით სხვებზე დამოკიდებული. მეტად გამოავლინეთ მოთმინება. განსაკუთრებული სიფრთხე ელით სექტემბერში დაბადებულებს. 

მორიელი
ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს, სხვა დღეს გადადეთ მგზავრობა, განსაკუთრებით, შორ მანძილზე. მომხდარი ობიექტურად შეაფასეთ. პირველ რიგში პასუხი საკუთარ თავს მოსთხოვეთ. 

მშვილდოსანი
მოერიდეთ დაპირისპირებას კონკურენტებთან, ოპონენტებთან. არ გირჩევთ ურთიერთობის გარკვევას საყვარელ ადამიანთან (თუ მასთან საბოლოო დაშორება არ გაქვთ გადაწყვეტილი). ფული მოზომილად ხარჯეთ.

თხის რქა
ნუ იქნებით შედეგზე კონცენტრირებული. აკეთეთ რუტინული საქმეები. შეფერეხებებია მოსალოდნელი ტექნიკასთან. დღეს მიხვდებით, რომ ყველას (ახლობლებისაც კი) ნდობა არ შეიძლება. 

მერწყული
არ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი საქმეები. მეტი დრო დაუთმეთ შემოქმედებით საქმიანობას, ბავშვებთან ერთად გართობას. აკონტროლეთ ემოციები. 

თევზები
გაფრთხილდით, ნუ მოექცევით გარშემო მყოფების, არაკეთილსინდისიერი ადამიანების გავლენის ქვეშ. ნუ იქნებით სენტიმენტალური და აკონტროლეთ ემოციები. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები