0 7 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რისთვის უნდა მაგდა პაპიძეს ციხიდან გამოსვლა?

ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის ადვოკატმა, ირმა ბრელიძემ ჟურნალ „სარკესთან“ ისაუბრა. ადვოკატის თქმით, მაგდამ ციხეში წიგნის წერა დაიწყო, რომლის გამოცემასაც ის აუცილებლად გეგმავს. წიგნი მაგდას ცხოვრების შესახებ იქნება:

– რას ამბობს მაგდა მას შემდეგრაც მისმა პროცესებმა ჩაიარა?

– ამბობს, რომ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო იბრძოლებს, შვილისა და ქმრის მკვლელის სახელი არ ჰქონდეს. ამდენმა უსამართლობამ ძალა გამომაცალა, ყველა ზიზღით მიყურებს, სახეებიც კი ყველას ისეთი ჰქონდა, მკვლელად მე მივაჩნდი, უკვე დავიღალეო, მითხრა.

ჯანმრთელობის კუთხითაც ძალიან უჭირს, სულიერადაც განადგურებულია. როგორც მითხრა, თავის ცხოვრებაზე წიგნის წერა დაიწყო. დეტალურად აღწერს ყველა დღეს, წუთს, იმ წამებას და გოლგოთას გზას, ასევე იმ შეურაცხყოფას, ტკივილს, რაც გამოიარა. ამ წიგნის გამოცემის შემდეგ მაინც შეიძლება მიხვდნენ ადამიანები, თუ რა დოზით მაყენებდნენ ტკივილს თითოეული სიტყვით, როცა იმ გაურკვევლობაში ვიყავი და იმაშიც კი ეჭვი მეპარებოდა, ჩემი შვილი მართლა გარდაცვლილი იყო თუ არაო. ეს წიგნი აუცილებლად გამოვაო.

მაგდა საკმაოდ ჭკვიანი გოგოა, კარგად წერს. სხვა არაფერი დამრჩენია, საკანში ვზივარ და ვიხსენებ თითოეულ დღეს, წუთს ჩემს თოკოსთან, ჩემს ოჯახში გატარებულს და ამ ყველაფერს ერთ წიგნად გამოვუშვებ; ყველა ის ადამიანი, ვინც მასამართლებდა, იქნებ ამ წიგნმა დააფიქროს და მიახვედროს, რომ თურმე ყველაფერი ისე არ ყოფილა, როგორც ეგონათ; იქნებ იმ ტკივილის სიმძიმეს მიხვდნენ, რასაც იმ წუთებში განიცდიდა საკანში გამოკეტილი დედა, რომელსაც შვილი არ ატირესო.

ჩემთვის ემოციურად ძალიან მძიმეა მაგდასთან თითოეული შეხვედრა. დარწმუნებული ვარ, რომ მას არ ჩაუდენია ეს დანაშაული. ასეთი განცხადება არასდროს გამიკეთებია, პატიმრის გამო თავი არ დამიდია, ეს ჩემს მოვალეობაში არ შედის. მე ამ გოგოსთან რომ შევდივარ, საათობით ვესაუბრები და მართლა ვხედავ, რაც ხდება.

საზოგადოება ხშირად უსვამს მას კითხვას, რისთვის გინდა გარეთ გამოსვლაო. სოციალურ ქსელშიც წერდნენ, ვისთან უნდა დაბრუნდეს სახლშიო. ის წუთებს ითვლის, რომ მისი შვილის საფლავზე მივიდეს, რომ დარწმუნდეს და მისი შვილის საფლავზე იზრუნოს. ამისთვის გამოსვლას აზრი არ აქვს?! – ამბობს ადვოკატი „სარკესთან“.

შეგახსენებთ, რომ  მაგდა პაპიძემ 6 ივლისს გამოტანილი განაჩენი, სამუდამო პატიმრობა,  სააპელაციოში გაასაჩივრა და შეფარდებული სასჯელის შემცირება მოითხოვა.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები