0 9 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისიმ მასწავლებლების კონკურსის გამარჯვებულები და ფინალისტები დააჯილდოვა

თიბისიმ, მასწავლებლების კონკურსის „ფინანსური განათლება სკოლაში", პირველი ადგილის მფლობელი - ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი ფიქრია ხაჭაპურიძე დააჯილდოვა. ფინალისტებს შორის კი თიბისის რჩეული რუსთავის 28-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი თეა მაღალდაძე გახდა. კონკურსის ოცივე ფინალისტს თიბისისგან SABA Reader-ის აპლიკაციაში  ერთწლიანი წვდომა გადაეცათ.

 

მასწავლებლების კონკურსის მიზანი მოსწავლეებში ფინანსური განათლების საკითხებით დაინტერესების გაზრდას, ფინანსური წიგნიერების საკითხებზე დამხმარე სასწავლო მასალების შექმნა და საბოლოოდ მოსწავლეებში ამ საკითხების ეფექტურად სწავლების ხელშეწყობა იყო. კონკურსის პირობების თანახმად, დაინტერესებულ მასწავლებლებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ფინანსური წიგნიერების შესასწავლად საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობები უნდა შეექმნათ.

 

კონკურსი გასული წლის ივნისში გამოცხადდა და მასში მთელი საქართველოდან კერძო და საჯარო სკოლების 65 მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა. მისი დასკვნითი ღონისძიება კი 24 იანვარს - განათლების საერთაშორისო დღეს გაიმართა.

 

ფინალისტებმა ნამუშევრები, დასკვნით ღონისძიებაზე, ჟიურის წინაშე წარადგინეს, სადაც ხუთი სპეციალური პრიზი - ორი II ადგილისა და სამი I ადგილის მფლობელები გამოვლინდნენ.

კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ:

·         I ადგილი დაწყებითი საფეხურის კლასებისთვის წარმოდგენილი ნამუშევრისთვის - ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა "პროგრესის" მასწავლებელი მარიამ ბოლქვაძე;

·         I ადგილი საბაზო საფეხურის კლასებისათვის წარმოდგენილი ნამუშევრისათვის - ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი ფიქრია ხაჭაპურიძე;

·         I ადგილი საშუალო საფეხურის კლასებისათვის წარმოდგენილი ნამუშევრისათვის - ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა "პროგრესის" მასწავლებელი ნანა კუპრეიშვილი;

·         II ადგილი - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის მასწავლებელი მიმოზა ღოლიჯაშვილი;

·         II ადგილი -  ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარის ბესიკ კაპანაძის სახელობის საჯარო სკოლის მასწავლებელი თამარ ჩაგელიშვილი. 

 

ფინალისტებს შორის, თიბისის სპეციალური ჯილდო გადაეცა ქალაქ რუსთავის 28-ე საჯარო სკოლის მასწავლებელს თეა მაღალდაძეს კატეგორიაში „ფინანსური თაღლითობის და უსაფრთხოების საკითხები“.

 

კონკურსი ჩატარდა ეროვნული ბანკის, ფინანსური განათლების პორტალ ფინედუს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზატორებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები