1 4 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონისთვის თანადგომის გამოსახატად ავღანეთში თავდაცვის მინისტრი იმყოფება

ჩამოტვირთვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის ვიზიტი ავღანეთში

„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის შვიდობისმყოფელებისთვის თანადგომის გამოსახატად და გასამხნევებლად, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად იმწოფება. ვიზიტი საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის ინიციატივით შედგა.

ქართველი სამხედროების მონახულებამდე, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაურთან გენერალ ჯონ ნიკოლსონთან და ჰამიდ ქარზაის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ბაზის მეთაურთან, გენერალ მურად სელჩუკთან შეხვედრები გამართეს. გენერალმა ნიკოლსონმა ქართული კონტინგენტის მიმართ უდიდესი მხარდაჭერა და თანადგომა გამოხატა. როგორც მან აღნიშნა, ქართველი ჯარისკაცები მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან და სამაგალითოები არიან, მათ შორის ნატოს წევრი ქვეყნების სამხედროებს შორის.

ქაბულში ვიზიტის დასრულების შემდეგ, თავდაცვის უწყების დელეგაცია ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაემგზავრა. სტუმრებს აეროპორტში ბაზის მეთაური, გენერალი ჯონ ტომსონი დახვდა. თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა ბატალიონის მეთაურისგან, ვიცე-პოლკოვნიკ ბექა ამბროლაძისგან II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის საქმიანობისა და ადგილზე არსებული უსაფრთხოების გარემოს შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. პირად შემადგენლობასთან შეხვედრისას ლევან იზორიამ და გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარება კიდევ ერთხელ გამოთქვეს და მის თანამებრძოლებს თანადგომა გამოუცხადეს. მათ სამხედრო მოსამსახურეებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და საერთაშორისო მისიაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

მოგვიანებით უწყების ხელმძღვანელმა პირებმა II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის მშვიდობისმყოფელები, კაპრალი გელა ხელაძე და კაპრალი გოდერძი ხარშილაძე მედლებით „საბრძოლო იარისთვის", ხოლო ლეიტენანტი შოთა ქვრივიშვილი და კაპრალი გოდერძი ხარშილაძე სამკერდე ნიშნით „მებრძოლი ქვეითი ჯარისკაცი“ დააჯილდოვეს. II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ბექა ამბროლაძემ კი, თავდაცვის მინისტრს და გენერალური შტაბის უფროსს ბატალიონის სახელით საჩუქრები გადასცა.

დღის ბოლოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულ ქართველ მშვიდობისმყოფელებთან ერთად წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში გადაინაცვლეს, სადაც ისინი 23-ე ბატალიონის კაპელანმა, მამა ზაზა სესიაშვილმა დალოცა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები