0 6 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

2016 წლის 7 ივნისს, 17 : 00 საათზე, ხულოს დრამატულ თეატრში გაიმართება პოლონური თეატრის ,,ქორეა“ პერფომანსი ,,ენის რიტმი“ მსოფლიო ხალხთა მუსიკის თემაზე.

პროექტის პარტნიორები არიან: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, პოლონეთის საელჩო თბილისში, ბათუმის დრამატული თეატრის ახალი სცენა, ხულოს დრამატული თეატრი.
 პროექტი ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით. 

პოლონური თეატრი ”ქორეა” ქალაქ ლოძიდან (www.chorea.com.pl/en), დაარსებულია 2004 წელს და წარმოადგენს ერთ-ერთ განსაკუთრებულ მაგალითს, როგორ ხდება რიტმისა და ვოკალის შერწყმით უნიკალური ეპიკური ნაწარმოებების წარმოდგენა, უძველესი ცივილიზაციების ვოკალური და მუსიკალური ტრადიციების აღდგენა სერიოზული კვლევისა და შესწავლის შედეგად. 

თეატრი მუშაობს გროტოვსკისა და სხვადასხვა არატრადიციული მეთოდების გამოყენებით და სრული სიახლეა ქართველი მაყურებლისთვის.  
პროექტის ფარგლებში ქართველ მაყურებელს საშუალება ექნება გაეცნოს პოლონური თეატრის ”ქორეა” შემოქმედებას.   თეატრს  დიდი სურვილი აქვს უფრო კარგად შეისწავლოს ქართული კულტურა, რათა სამომავლოდ გამოიყენოს ეს ცოდნა თავის შემოქმედებაში. 6 ივნისს პერფომანსი წარმატებით გაიმართა ბათუმის ახალ სცენაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები