1 9 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

'წუხელ ჩემ ქექეს ჩავუწექი ლოგინში და დილამდე ხელი არ გამიშვია”-გვარამიას ემოციური პოსტი 8 წლის გოგოს მკვლელობაზე

 9 წლის გოგონას საზარელ მკვლელობას სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ეხმაურება რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია:

„არაფერი ისე არ მძულს, როგორც სიკვდილით დასჯა. მაგრამ უნდა ვაღიარო, წუხელ ჩემ ქექეს ჩავუწექი ლოგინში და დილამდე ხელი არ გამიშვია. სკოლაში რომ მიდიოდა, ისეთი სტრესი მივიღე, ახლაც ვერ გამოვედი. და სანამ სახლში არ დაბრუნდა, დამბლადაცემული ვიყავი.

ხოდა, იმ კაცს გავუხვრეტდი შუბლს, და სიამოვნებასაც მივიღებდი. წავიდოდი და ჩავჯდებოდი მერე. ან კი რაღა მნიშვნელობა ექნებოდა, სად ვიჯდებოდი, ეს რომ მომსვლოდა.

ps სახელმწიფო ცხადია არ შეიძლება ვინმეს კლავდეს. ეს უდავოა."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები