2 1 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,მეგონა, შვილმკვდარი მამის აქციაზე იდგებოდნენ ის ფერადი მოზარდები, რამდენიმე დღის წინ იმავე ადგილზე რომ ცეკვავდნენ"

ნანუკა ჟორჟოლიანი  პარლამენტის წინ გუშინ გამართულ აქციაზე იმყოფბოდა, რის შემდეგაც ჟურნალისტმა უკმაყოფილება ვერ დამალა  და სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, რომელსაც არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

"მეგონა დღეს, რუსთაველზე, შვილმკვდარი მამის აქციაზე იდგებოდნენ ის, ფერადი მოზარდები, უფრო მეტი შემადგენლობით, რამდენიმე დღის წინ იმავე ადგილზე რომ ცეკვავდნენ. მთავარი მხოლოდ ცეკვის არა, სიცოცხლის უფლებაცაა, რომელიც ზაზა სარალიძის 16 წლის შვილს წაართვეს.

ნუ შეშინდებით ჭორებზე. ასე ჭორაობდნენ ირინა ენუქიძეზე, რომ მიეყიდა მაშინდელ ოპოზიციას, მაგრამ ამბავი როგორც დამთავრდა ყველამ ვიცით. სამართალი ამჯერადაც შეჭამს პურს და ზაზა სარალიძე გაიმარჯვებს," - წერს ჟორჟოლიანი.

შეგახსენებთ, რომ მოქალაქეები ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ობიექტურ გამოძიებას ითხოვდნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები