2 3 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"განსაკუთრებულად მძიმე იყო. დედით ჩეჩენი - ქისტი ვარ" -დღევანდელი სპეცოპერაციის შემდეგ, რაზე ალაპარაკდა მარიამ კუბლაშვილი

   ახალგაზრდა ადვოკატი მარიტა კუბლაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით , გაბრიელ სალოსის ქუჩაზე განხორციელებულ სპეცოპერაციას მარიამ კუბლაშვილი ეხმაურება:

"ეს დღე ჩემთვის განსაკუთრებულად მძიმე იყო. დედით ჩეჩენი - ქისტი ვარ, მამით - ქართველი და ეს მხოლოდ სიამაყით მავსებს და მამდიდრებს. შესაბამისად, საუბრები იმაზე რომ ჩეჩნები ტერორისტები არიან და აქ ქართველების მოსაკლავად ჩამოვიდნენ წარმოუდგენელია ჩემთვის და უფრო მეტიც, ვიცნობ რა მათ ბუნებას და დამოკიდებულებას ქართველი ერის მიმართ იმთავითვე გამოვრიცხავ ამ განზრახვას.

 თუმცა ფაქტია, რომ მომხდარი უმძიმესი დანაშაულია. ტერორიზმს არა აქვს ეროვნება, არც სახე აქვს და არც რელიგია. ის დიდი ბოროტებაა.. არ ვიცით ჯერ გამოძიების შედეგები, ამიტომ გთხოვთ თავი შევიკავოთ მკვეთრი და უსამართლო შეფასებებისგან.

ვუსამძიმრებ დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს, ამ მძიმე წუთებში მე თქვენს გვერდით ვდგავარ და ვლოცულობ , ნათელში ამყოფოს ღმერთმა მისი სული, ის მართლა გმირია 🙏🙏🙏ჩვენ გმირებს არ ვივიწყებთ "


კომენტარები

მსგავსი სიახლეები