0 2 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ, მაგრამ პროფესიონალების რჩევებსაც დაუგდეთ ყური. საღამოს მეგობრებს უმასპინძლეთ. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას. 

კურო
დღეს სამსახურში განსაკუთრებით მოწესრიგებული უნდა იყოთ. კარგი დღეა ფლირტისა და რომანტიკული ნაცნობობისთვის. საღამო ნათესავების გარემოცვაში გაატარეთ. 

ტყუპი
ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში. იყავით მეტად გახსნილი და კონტაქტური. საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობა წარმატებით ჩაივლის. საღამოს გამონახეთ დრო დასვენებისა და გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის. 

კირჩხიბი
პოზიტიური დღე გელით. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან. გარშემო მყოფების მიმართ იყავით გულკეთილი, მოღიმარი. პირად ცხოვრებაში სიურპრიზი გელით. 

ლომი
სამსახურის საქმეებით დატვირთული დღე გელით. მაგრამ ნურც პირად ურთიერთობაზე იტყვით უარს. სასიყვარულო ფრონტზე სასიამოვნო ცვლილებები გელით. 

ქალწული
დღეს საუკეთესოდ შესრულებული საქმისთვის შექებას დაიმსახურებთ და ეცადეთ, სამადლობელ სიტყვაში მოიხსენიოთ ისინიც, ვინც გამარჯვებაში დაგეხმარათ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად შინაურულ გარემოში გაატარეთ. 

სასწორი
ნუ ელოდებით სურვილების მომენტალურ ასრულებას. დაკმაყოფილდით იმ მცირედით, რაც ახლა გაქვთ. საღამოს მოულოდნელად სტუმრები გეწვევიან. 

მორიელი
ახალ, საინტერესო და გავლენიან მეგობრებს გაიჩენთ. ზოგიერთს რომანტიკული ნაცნობობა და ერთ ნახვით შეყვარება ელის. საღამოს შინ ვახშამზე არ დააგვიანოთ. 

მშვილდოსანი
მეტი დრო დაუთმეთ სამსახურის საქმეებს. პარტნიორებთან ერთად განიხილეთ ახალი პროექტები. კარგად შესრულებული საქმისთვის შექებას ან მატერიალურ ჯილდოს მიიღებთ. 

თხის რქა
კოლეგებისა და უფროსისთვისაც თქვენი აზრი მნიშვნელოვანია. საყვარელი ადამიანი ფლირტის, რომანტიკის განწყობაზეა და მხარი აუბით. 

მერწყული
დღევანდელი დღე სასიამოვნო სიურპრიზებით დაგამახსოვრებთ თავს. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას ეცადეთ დაივიწყოთ წარსული წყენა და ერთად დაგეგმოთ მომავალი. 

თევზები
მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა. ნებისმიერ სფეროში მიაღწევთ წარმატებას. თავისუფალი დრო საოჯახო საქმეების მოგვარებას დაუთმეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები