1 0 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ფილიფსი“ „ავერსის კლინიკაში“ ჰიბრიდული საოპერაციო და დიაგნოსტიკური ოთახების პრეზენტაციას გამართავს

„ფილიფსი“ და ავერსის გუნდი საქართველოში პაციენტების მოვლის გასაუმჯობესებლად ზრუნავენ

 

ხუთშაბათს, 24 ნოემბერს, 12:00 საათზე  ავერსის კლინიკაში „ფილიფს“-თან პარტნიორობითა და ხელშეწყობით ახლად გახსნილი ჰიბრიდული საოპერაციო და დიაგნოსტიკური ოთახების პრეზენტაცია გაიმართება.

 

„ფილიფსი“ და ავერსის გუნდი საქართველოში პაციენტის მოვლის გასაუმჯობესებლად ერთობლივად ზრუნავენ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მომსახურებას სთავაზობენ. როგორიცაა, მინიმალურად ინვაზიური (დახურული) და ინტერვენციული ქირურგიის მეშვეობით „ფილიფსი“-ს ჰიბრიდული საოპერაციო ოთახი და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (მრტ) დიაგნოსტიკური ოთახი, მრტ-მილშიგა, პაციენტის ჩართულობაზე ორიენტირებული გამოცდილებით იძლევიან საუკეთესო ხარისხის გამოსახულების მიღების, პაციენტის მოვლისა და მომსახურების გაწევის საშულებას. ასეთი ინოვაციური სამედიცინო ტექნოლოგია მსოფლიოს მასშტაბით დანერგილია მხოლოდ რამდენიმე, მოწინავე ჯანდაცვის დაწესებულებაში.

 

პრეზენტაციაზე მოწვეული არიან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია, თბილისის ვიცე-მერი ნინა ხატისკაცი, თბილისის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი, პრაქტიკოსი ექიმები და ჯანდაცვის სფეროს სხვა წარმოამდგენლები.

 

ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს ჯანდაცვის ინოვაციურ გადაწყვეტილებებს ავერსის კლინიკის გენერალური დირექტორი, დიმიტრი ჯორბენაძე, სისხლძარღვთა მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, აკადემიური დოქტორი, კახა ქუნთელია  და “ფილიფსის“ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური დირექტორი, ალექსანდრე ტურლიჩკინი  გააცნობენ.

 

“აღნიშნული მოქნილი ჰიბრიდული საოპერაციო ოთახი ოპტიმალურია დახურული და ღია ქირურგიული პროცედურებისათვის. ჩვენთვის პატივია ვიმუშაოთ „ფილიფს“-თან ერთად პაციენტის გამოცდილების გაუმჯობესებასა და საქართველოში ჯანდაცვის და პაციენტის მოვლის სრულად ახალი სტანდარტების დამკვიდრებაზე” – განაცხადა „ავერსი“-ს წარმომადგენელმა. - „ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ჰიბრიდულ საოპერაციო ოთახში  სწორედ  ყველა ისეთი კომპონენტის ინტეგრაციაა, როგორიცაა ულტრაბგერა, სამუშაო ადგილები, ანესთეზია და სხვა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჰიბრიდულ საოპერაციო ოთახში ყველა მოწყობილობა არის „ფილიფსი“-ს ბრენდის, რომელიც 10 წელზე მეტია რაც თანამშრომლობს MAQUET-თან, საერთაშორისო ბაზრის ლიდერ კომპანიასთან“.  

                                                                                           

 „როიალ ფილიფსი“ (NYSE: PHG, AEX: PHIA) წარმოადგენს ჯანდაცვის ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე მოწინავე კომპანიას, რომელიც ზრუნავს მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე და ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლის მეშვეობით იძლევა უკეთესი შედეგების მიღების საშუალებას ჯანსაღი ცხოვრების წესის და პრევენციის, დიაგნოსტირების, სხვადასხვა პროცედურების და ბინაზე მოვლის მიმართულებით. ინტეგრირებული გადაწყვეტილებების შესამუშავებლად „ფილიფსი“ ეფუძნება მოწინავე ტექნოლოგიებს და ღრმა, კლინიკურ და სამომხმარებლო კვლევებს.  კომპანია ლიდერია დიაგნოსტიკური გამოსახულების, გამოსახულებაზე დაყრდნობით თერაპიის, პაციენტის მონიტორინგის და სამედიცინო ინფორმატიკის, მომხმარებელთა ჯანმრთელობისა და ბინაზე მოვლის მიმართულებებით. სათაო ოფისით ნიდერლანდებში და გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში 100 ქვეყანაში 69,000-ზე მეტი თანამშრომლით, „ფილიფსი“-ს ჯანდაცვის ტექნოლოგიების პორტფელის მიერ 2015 წელს მობილიზებული იქნა 16.8 მილიარდი ევრო. „ფილიფსი“-ს შესახებ სიახლეებს შეგიძლიათ გაეცნოთ www.philips.com/newscenter.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

 

მაია ტაკაშვილი, „ჯეპრა“ მედია მენეჯერი

[email protected] 

 

ლალი ბრეგვაძე, „ავერსი“, რეკლამისა და პიარ დეპარტამენტის უფროსი [email protected]

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები