1 5 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"რაზეც სულ ვოცნებობდი და მაკლდა თურმე არსებობს აქ "

მერსი სულხანიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი ხასიათის სტატუს აქვეყნებს : "ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა უბრალოდ გინდა იყო ის ვინც ხარ, არ ეკონტაქტო საერო ცხოვრებაში არავის, მათ შორის არც ოჯახს ეს რეალობიდან გაქცევა არ არის, არც სხვა სამყაროში გადანაცვლება, არც სიახლის ძიება, უბრალოდ მე ვარ მე. სამყარო სავსეა XXI-ე საუკუნეში ყალბი ღიმილით. აქ კი ყველაფერი სხვაგვარად არის ყველა გულწრფელია, შეიძლება ითქვას 24 წლის მანძილზე თავი ვიგძენი ყველაზე ბედნიერად, ყველაზე მშვიდად, აქ არ გჭირდება თამაში, არც ყალბი შესამოსელი, არც მაკიაჟი, აქ ვერ გაიგებ ვინმემ ვინმეზე აუგი თქვას. არავინ არავის ეპირფერება ყველა წრფელია. ყველაზე ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ ოცნება რეალობად მექცა. აღმოვაჩინე, რომ თურმე არსებობს ნამდვილი ურთიერთერობები მივხვდი, რომ ის რაზეც სულ ვოცნებობდი და მაკლდა თურმე არსებობს აქ ამ ცხოვრებაში დედამიწაზე. შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩემი ყველაზე ბუნებრივი ფოტოა 24 წლის მანძილზე. არც მაკიაჟი არც დაყენებული სახე ერთადერთი რაც არის XXI-ე საუკუნის ეს უბრალოდ მობილურის ფუნქცია სელფია. მადლობა უფალს ამ ლამაზი ნამდვილი დღეებისთვის." 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები