1 7 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე გარდაიცვალა

21 ივლისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძე საავადმყოფოში გარდაიცვალა. 


პაციენტი დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. 
მკურნალი ექიმის მაია რუხაძის განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სხვა პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი მართვით სუნთქვაზე აღარ იმყოფებიან. 
21 ივლისს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მორაგბეები: 32 წლის მერაბ კვირიკაშვილი და 26 წლის გიორგი ლომინაძე, ასევე მათი მეუღლეები დაშავდნენ. გიორგი ლომინაძეს ორივე ბარძაყისა და წვივის ძვლების მოტეხილობა, ტრავმული შოკი, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა და სისხლის დიდი ოდენობით დანაკარგი აღენიშნებოდა. მერაბ კვირიკაშვილის მდგომარეობა კი მძიმე არ იყო.
სამტრედია-ქუთაისის გზაზე ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიას სამი ადამიანის, მათ შორის, ახალგაზრდა ცოლ-ქმრისა და მათი მეგობრის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები