1 8 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ერდოღანი სამხედრო ამბოხებისთვის დაკავებულების სიკვდილით დასჯას გეგმავს

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, სამხედრო ამბოხებისთვის დაკავებულების სიკვდილით დასჯას გეგმავს, - ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.  

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ეს არის მისი პირველი ინტერვიუ, სადაც ის ამბოხებულებს "ტერორისტებს" უწიდებს და ამბობს, რომ მათი დასჯა თურქ ხალხს სურს.  

„ამდენი ტერორისტული აქტის შემდეგ ხალხის სურვილია, რომ ტერორისტები ადგილზე უნდა განადგურდნენ. ისინი სხვა გამოსავალს ვერ ხედავენ," - ამბობს ერდოღანი.  

ან დროისთვის თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით 6 ათასამდე ჯარისკაცი და მოსამართლეა დაკავებული, 8 ათაასამდე მაღალჩინოსანი პოლიციელი კი სამსხურიდან გათავისუფლებული.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები