1 9 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,, თუ 3 დღეში ფულს ვერ შევაგროვებთ, ბავშვმა შესაძლოა, ვერ გაიაროს.. შორენაც იძახდა, უკვე აღარაფრის მრცხვენიაო, ტირის მთელი დღე "

მომღერალი ნინა წკრიალაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც მისი მეგობრის, შორენა ბეგაშვილის მცირეწლოვანი ქალიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე წერს და დახმარებას ითხოვს. 

ნინამ ბეგაშვილის ანგარიშის ნომერი გამოაქვეყნა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ევა ბარბაქაძეს დაეხმაროს. 
„კვირა +“ დაუკავშირდა წკრიალაშვილს, რომელმაც ამომწურავად ისაუბრა ევას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ნინას ინფორმაციით, ევას უკვე 2 თვეა ექიმები ტკივილს ვერ უყუჩებენ. 
წკრიალაშვილის განცხადებით, ოჯახს 3 დღე აქვს ფულის მოსაგროვებლად, რომელიც ევას თურქეთის კლინიკაში სამკურნალოდ სჭირდება.
„რა გავლაზეა ლაპარაკი, ბავშვს ყველაფერი დამტვრეული აქვს, 2 თვეა საშინელი ტკივილები სტანჯავს. კლინიკაში ანალიზები რომ გადაიგზავნა, ევას სასწრაფოდ ჩაყვანა მოგვთხოვეს და სამი დღე მოგვცეს, შემდეგ შეიძლება დაგვიანებული იყოს და ცხოვრებაში ვეღარ გაიროს. ეს თურქული კლინიკა, ამ პროფილით ყველაზე ძლიერია და გარანტიებსაც იძლევიან. ევას გავლაზე საერთოდ არც ვლაპარაკობთ, მთავარია, რომ ბავშვს ტკივილები მაინც გაუყუჩდეს. თუკი რაიმე შეიძლებოდა, ყველაფერი გავყიდეთ, ლაპრაკი არ არის ათას და ორი ათას დოლარზე, ძალიან დიდი თანხები დაიხარჯა და ოჯახი ამდენს ვეღარ აუდის. რაღაც თანხა არსებობს, მაგრამ სამკურნალოდ კიდევ 50 000 დოლარია საჭირო. ორი ამდენი უკვე დახარჯულია, თან 3 დღეში ძალიან რთულია ასეთი თანხის შოვნა. ზუსტი ოდენობა არ ვიცი, რამდენია, მაგრამ თურქეთში ჩასასვლელ თანხას 50 000 დოლარი აკლია. ევასაც ორთვიანი ტანჯვის შემდეგ ნერვები აქვს ძალიან გაფუჭებული და შორენაც იძახდა, უკვე აღარაფრის მრცხვენიაო, ტირის მთელი დღე და გასაგებიც არის, როდესაც მისი შვილი ცუდად არის, სამარცხვინო არაფერია. მაქსიმალურად ყველა ვცდილობთ, რომ რაც გვაქვს და რაც არ გვაქვს, ყველაფრით მივეხმაროთ“,- განაცხადა ნინა წკრიალაშვილმა „კვირა +“ – სთან საუბრისას. 
ბანკ „რესპუბლიკას“ ანგარიშის ნომერს, რომელსაც ტექსტის ბოლოს ხედავთ, ეკუთნის შორენა ბეგაშვილს, თანხას მნიშვნელობა არ აქვს, პატარა ევას მცირეოდენითაც დაეხმარებით.
ბანკი „რესპუბლიკა“ ანგარიშის ნომერი: GE39BR0000010929691997 მიმღები: შორენა ბეგაშვილი

http://plus.kvira.ge/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები