2 3 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ცხოვრებისთვის ალბათ მაქსიმუმ 15 წელიღა დამრჩა.." ინგა გრიგოლიას ემოციური წერილი

"აქტიური ცხოვრებისთვის ალბათ მაქსიმუმ 15 წელიღა დამრჩა...საკმაოდ გართულდა ცხოვრება, რაც წლები მომემატა, თუმცა უფრო მეტად შემიყვარდა ეს ჩემი ცხოვრება....

 

აღარ ვარ თავქარიანი, მაგრამ ჯერ ისევ გიჟი და გადარეული ვარ...აღარ მჯერა ზღაპრების, მაგრამ მჯერა ზღაპრული სიკეთეებისა და ზღაპრული სიყვარულის..

 

ასჯერ მეტად მიყვარს ყველა ის ადამიანი, ვისთანაც ცხოვრებამ შემახვედრა სიხარულებისა და წყენების მიუხედავად...ზოგი დავკარგე....ზოგი უფრო მეტად დავიახლოვე, მაგრამ ყველას თავისი ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში და ყველას მიმართ მხოლოდ სიყვარულს ვგრძნობ და მეტს არაფერს))))))

 

კანონზომიერება, რაც აღმოვაჩინე ისაა, რომ აღმა სვლას აუცილებლად მოსდევს ხოლმე დაცემა და დაცემას მერე ისევ აღმა სვლა...რომ სინათლეს აუცილებლად მოჰყვება ხოლმე სიბნელე და მერე ისევ კაშკაშა სინათლე ...მერე ისევ სიბნელე და მერე ისევ სინათლე.

 

რაც დრო გადის, უფრო და უფრო მიყვარდება ჩემი ადრეული ახალგაზრდობის ფოტოები და უფრო და უფრო მძულს ჩემი ცხოვრების ერთი უმნიშვნელოვანესი ნივთი--სასწორი...უფრო მეტი და მეტი დროის გატარება მინდება ხოლმე ჩემი სახლის კედლებში, მეცამეტე სართულზე გამოკეტილს, სადაც ხუთი წლის წინ, ღამის ორ და სამ საათამდე ძალითაც ვერ შემიყვანდა ვერავინ....

 

მოკლედ ჩემი ცხოვრების ნახევარზე მეტი უკან მოვიტოვე..მგონი მართლა დავბერდი ამ ორომტრიალში.....45 წლის შევსრულდები ამაღამ))))))))))) და ისევ მხოლოდ ახლახანს მომიწია ყველაფრის ახლიდან დაწყება...სე ლა ვიიიი))))))))))

 

რაღაც ლირიულად გამომივიდა და ალბათ ესეც ჩემი 45-ე დაბადების დღის ბრალია" - წერს ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია, რომელიც დღეს იუბილარია 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები