სოც. მედია
ალექსი პეტრიაშვილი ცეცხლსასროლი იარაღით ორივე ფეხში დაჭრეს
2016-02-26 14:28:37
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერს ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს.
გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის მომენტში ალექსი პეტრიაშვილი ყოფილი დიპლომატის - ლევან მიქელაძის საფლავზე სამ მეგობართან ერთად იმყოფებოდა.
ამ დროისთვის პეტრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.
კომენტარები