მსოფლიო
კასპში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა
2016-02-26 10:47:02
29 წლის მამაკაცი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.შსს-ს განმარტებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა კასპის რაიონის სოფელ ზემო ხანდაკში, ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელს - 45 წლის მამაკაცს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ ხელით გაგუდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ბრალდებული ზურაბ ფ. მომხდარიდან ნახევარ საათში დააკავა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).
კომენტარები