2 3 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

26 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
აღადგინეთ გაწყვეტილი კავშირები. განსაკუთრებით იმ ადამიანებთან, ვისი დახმარებაც მომავალში გამოგადგებათ. მოსალოდნელია დაწინაურება ან წარმატება პირად საქმეში. ერთი შეხედვით რუტინული სამუშაო საინტერესო პროექტად გადაგექცევათ. 

კურო
კარგი დღეა სწავლისთვის; ინფორმაციის მისაღებად. საინტერესო პროექტების განხორციელებას დაიწყებთ. კარგად შესრულებული სამუშაოსთვის პრემია ან დაწინაურება გელით. 

ტყუპი
დღეს ნებისმიერ წვეულების გული და სული იქნებით. ახალ მეგობრებს გაიჩენთ. მეგობრებისა და ნათესავების დახმარების იმედი გქონდეთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის ოჯახის წევრებისა და ბინისთვის. 

კირჩხიბი
სამსახურის შემდეგ ეწვიეთ კულტურულ ღონისძიებას. გამონახეთ დრო გართობისთვის. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა და ახალი რომანის დაწყება 
ელით. ლომი
კარგი დღეა რთული საკითხების მოსაგვარებლად, დაწყებული საქმეების დასასრულებლად. კარიერული წარმატება განწყობას გაგიუმჯობესებთ. 

ქალწული
საღამოს აუცილებლად კმაყოფილი იქნებით დღის განმავლობაში მომხდარი მოვლენებით. პროფესიულ სფეროშიც მიაღწევთ წარმატებას და პირადი ცხოვრებაც გაგიუმჯობესდებათ. უფროსი თქვენი იდეებით მოიხიბლება. 

სასწორი
მშვიდ, სასიამოვნო გარემოში გაატარებთ დღეს. აიმაღლებთ ერუდიციას, კვალიფიკაციას. მოსალოდნელია არასტანდარტული და რთული პროექტების განხორციელება; საქმიანი შეხვედრები და მსჯელობა კოლეგებთან. 

მორიელი 
სურვილების, პროექტების რეალიზების დღეა. მოულოდნელი მგზავრობა, შეხვედრები, სასიამოვნო ადამიანების გაცნობა გელით. საღამო რომანტიკულ გარემოში გაატარეთ, ან რევიზია ჩაუტარეთ პირად ნივთებს. 

მშვილდოსანი
კონტრაქტების, ხელშეკრულებების გაფორმებისა და სარფიანი გარგებების დღეა. ახალგაცნობილებს თქვენი საუკეთესო მხარეები დაანახვეთ. მარტოხელებს სასიყვარულო თავგადასავალი და ცხოვრების გადახალისება ელით. 

თხის რქა
ნუ იქნებით გარშემო მყოფების მიმართ კრიტიკული. განსაკუთრებით, თუ ერთი საქმე გაკავშირებთ, რადგან შეიძლება მარტო დარჩეთ. 

მერწყული
მოაგვარეთ უძრავი ქონებისა და სამემკვიდრეო საკითხები. საღამოს კულტურულ ღონისძიებებს დაესწარით. ოჯახის წევრები ყურადღებითა და სიყვარულით გაგანებივრებენ. 

თევზები
რთული პროფესიული საკითხებიც კი არაფორმალურ, მეგობრულ გარემოში განიხილეთ და მოაგვარეთ. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ. სარისკო პროექტები, მგზავრობა და შეხვედრები წარმატებას მოგიტანთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები