სოც. მედია
საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა
2016-02-12 12:19:37
საგარეჯოს რაიონის სოფელ ბადიაურში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და "ოპელის" მარკის ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
კომენტარები